ირაკლი ოქრუაშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ
11:21 26.07.2019
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი შსს - მ გუშინ საღამოს დააკავა და თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. საქმე უკავშირდება 20 – 21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

შსს - ის განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ პარლამენტზე მიტანილი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტში შეჭრას, ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობებში.

ბეჭდვა