16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეეფარდა
16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეეფარდა
14:40 21.07.2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და

არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.

"ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ საქმეზე ერთადერთი პასუხისმგებელი პირი არ ყოფილა და მომხდარის დროს საქართველოში არც იმყოფებოდა.

"ჯევიკე ჰოსპიტალიტის" დირექტორი 19 ივნისს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

ბეჭდვა