logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ნინო ჯავახაძე: ეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა
ნინო ჯავახაძე: ეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა
20:42 12.07.2019
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ მედიაში გავრცელებულ იმ ინტერპრეტაციებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, რაც გუშინ, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა 20 ივნისს დიპლომატებთან კომუნიკაციის შესახებ.

„დღეს რამდენჯერმე გავაკეთეთ განმარტება ამასთან დაკავშირებით და მინდა ვისარგებლო ნათლად განვმარტო რა იყო ნაგულისმები. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მოჰყვა, მათ შორის ზოგიერთი ცოტა აბსურდულიც. ნათლად განვმარტავ, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა გერმანიის ელჩი. დღეს თავად გერმანიის ელჩმაც გააკეთა ამაზე განცხადება. მან 20 ივნისის ღამეს განცხადება გააკეთა. იყვნენ მთელი რიგი ელჩები და საელჩოები, რომლებიც პირდაპირ კავშირზე იყვნენ ჩვენთან, მთელი იმ დროის განმავლობაში როცა ხდებოდა ეს მოვლენები. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ ელჩები იყვნენ ჩართული რაღაცა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში - ეს საერთოდ წარმოუდგენელია. დღეს, ზოგიერთი მედიასაშუალებით ვენის კონვენციის დარღვევებზეც იყო საუბარი. ეს უბრალოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. მინდა განვმარტო, რომ ვენის კონვენციის 44-ე მუხლი ამბობს, რომ იმუნიტეტის მქონე პირები, ანუ დიპლომატები და მათი ოჯახები, როცა ქვეყანაში ისეთი დონის დაძაბულობაა, როგორიც მაგალითად არის სამხედრო ან შეიარაღებული კონფლიქტი, ასეთ სიტუაციას უნდა გაარიდო და შეუქმნა ყველა საშუალება, რომ გაარიდო ასეთ ვითარებას. ანუ, არ ვიცი საერთოდ რა კავშირშია ვენის კონვენციის დარღვევა იმ მოვლენებთან, მითუმეტეს როცა ჩვენი ოპონენტები ბრძანებენ, რომ იქ საერთოდ დაძაბულობაც არ ყოფილა და მშვიდობიანი აქცია იყო, რომელიც პოლიციამ დაარღვია. შესაბამისად, კიდევ ერთხელ განვარტავ, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში იმყოფებოდა გერმანიის ელჩი, რომელიც აკვირდებოდა პროცესებს, ამაზე თავადაც გააკეთა განმარტება. ასევე მთელი რიგი საელჩოები იყვნენ ჩვენთან კავშირზე, როგორც ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის დროს ჩვენ მათ ვაწვდით ამომწურავ ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რა ხდება. საუბარია ინფორმაციის მიწოდებაზე. ზოგადად საერთაშორისო დიპლომატიური ურთიერთობებს თავის ჩარჩოები აქვს და არ გულისხმობს, რაღაცა პროცესებში ჩარევას. ეს ალბათ თავად ელჩებმაც განმარტეს დღეს და ამაზე ინტერპრეტაციები უბრალოდ წარმოუდგენელი და მიუღებელია. იმ ღამეს, თუ გახსოვთ, მთელმა რიგმა საელჩოებმა გააკეთეს განცხადებები და სიმშვიდისკენ მოუწოდეს ყველა მხარეს. ჩვენც მუდმივად ვაწვდიდით მათ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა, რა მოვლენები ვითარდებოდა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციის მიწოდების გარეშეც, პირდაპირ ეთერში, ყველა არხის მეშვეობით, მთელი ღამის განმავლობაში ეს მოვლენები გადაიცემოდა და უბრალოდ ყველა ხედავდა ამას. შესაბამისად ჩემი აზრით ეს ინტერპრეტაციები უბრალოდ ზედმეტია"- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა