არჩილ თალაკვაძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე: სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას ჩვენი მთავარი პარტნიორების მხარდაჭერა აქვს
არჩილ თალაკვაძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე: სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას ჩვენი მთავარი პარტნიორების მხარდაჭერა აქვს
18:28 13.06.2019
„შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას ჩვენი მთავარი პარტნიორების მხარდაჭერა აქვს“ - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აშშ-ს საელჩოს მიერ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, აშშ საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა მაღალ შეფასებას აძლევენ მეოთხე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ სასამართლო რეფორმას.


„სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ჩართულობით და შეთანხმებით სწორი რეფორმების გატარება. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საკმაოდ სუბიექტური განცხადებები გაკეთდა, უკვე გამოქვეყნდა საჯარო შეფასება და ოფიციალური განცხადება, სადაც აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა მაღალ შეფასებას აძლევენ მეოთხე ტალღის ფარგლებში დაგეგმილ რეფორმას. განცხადებაში პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ეს არის პროგრესული ცვლილებები, რომელიც სასამართლოს გამჭვირვალობას, სანდოობას და ეფექტიანობას უწყობს ხელს”- განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ბეჭდვა