logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია მნიშვნელოვანია და მოხარული ვართ, რომ აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციამ კანონპროექტს მაღალი შეფასება მისცეს
ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია მნიშვნელოვანია და მოხარული ვართ, რომ აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციამ კანონპროექტს მაღალი შეფასება მისცეს
18:07 13.06.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას ეხმაურება.

განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ აშშ-ის საელჩი და ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმებიან მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელებას და აღნიშნულია, რომ კანონპროექტი, რომელიც ფართო კონსესუსსა და საუკეთესო უცხოურ პრაქტიკაზეა დაფუძნებული, უზრუნველყოფს გამჭვირვალე და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობას.

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის განხორციელებაში მონაწილე ყველა მხარეს აქტიური ჩართულობისა და კონსტრუქციული მიდგომისთვის მადლობა გადაუხადა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.

"დღეს გამოქვეყნდა საგანგებო განცხადება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით. განცხადება გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის მიერ და მისი შინაარსი არის შემდეგი: „აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, მიესალმება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსესუსით მომზადდა.

სამუშაო ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა აქტორისგან, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლო სექტორის წარმომადგენლებისგან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ემსახურება საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას. ველით, პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებას და სასამართლო ინსტიტუტების მიერ მის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ დახმარება გავწიოთ ამ კანონპროექტის დანერგვისა და შემდგომი რეფორმების პროცესში" - განაცხადა კობახიძემ.

"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, მათ რეკომენდაციებს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და მოხარული ვართ, რომ ესოდენ მაღალი შეფასება მისცეს კანონპროექტს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა - აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის დელეგაციამ" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ საერთო ამოცანა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესებაა და ერთობლივი ძალისხმევით მომზადებული კანონპროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მისივე თქმით, პარლამენტი კანონპროექტს პირველი მოსმენით ივნისში მიიღებს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო თვითონ კანონპროექტის შინაარსზე ხაზგასმა. კერძოდ, აღნიშნულია, როგორც ხედავთ, რომ ასახულია ყველა ის ძირითადი საკვანძო რეკომენდაცია, რომლის მიზანი არის სასამართლოს ეფექტიანობის და დამოუკიდებლობის შემდგომი გაუმჯობესება. ასევე, მინიშნება კონსესუსზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც იყო აღნიშნული განცხადებაში, ძალიან ფართო კონსესუსით მომზადდა ეს კანონპროექტი, რაც არის თითოეული ჩვენგანის დამსახურება, სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი თითოეული მხარის დამსახურება და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი თითოეულ პარტნიორს.

ჩვენი საერთო ამოცანა არის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის კანონპროექტი, რომელიც ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით იქნა მომზადებული.

პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. უკვე ივნისის თვეში იქნება მიღებული პირველი მოსმენით კანონპროექტი და უახლოეს მომავალში დასრულდება ამ კანონპროექტის მიღება, რაც უზრუნველყოფს არსებითი ცვლილებების განხორციელებას მართლმსაჯულების სისტემაში" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა