ზვიად ფხაკაძე: მირზა სუბელიანის დაკითხვის აუცილებლობა მაისის ბოლოს წარმოიშვა
ზვიად ფხაკაძე: მირზა სუბელიანის დაკითხვის აუცილებლობა მაისის ბოლოს წარმოიშვა
18:39 25.06.2018
„მირზა სუბელიანი იყო საქმეში დაცვის მხარის მოწმე, შესაბამისად, მისი დაკითხვა საგამოძიებო უწყებაში შესაძლოა აღქმული ყოფილიყო როგორც მოწმეზე შესაძლო ზეწოლა“, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დრობითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მამუკა მდინარაძის კითხვის პასუხად განაცხადა.



კერძოდ, მამუკა მდინარაძე საქმის პროკურორისგან დაინტერესდა, რატომ არ მოხდა საქმის მიმდინარეობის განმავლობაში მირზა სუბელიანის დაკითხვა.



„დაცვის მხარემ მირზა სუბელიანის დაკითხვის შესახებ ინფორმაცია 9 იანვარს გაასაჯაროვა და წინასასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ ის იყო დაცვის მხარის მოწმეთა სიაში. ამის შემდეგ მისი დაკითხვა აღქმული იქნებოდა როგორც მოწმეზე ზემოქმედება. შესაბამისად, ამ მოცემულობით, რომ მირზა სუებლიანი დაცვის მხარის მოწმეთა სიაში იყო, თან იმის გათვალისწინებით, რომ არ იყო იმის საჭროება, ის დაკითხულიყო შეუტყობინებლობის ფაქტზე, არ მოხდა მირზა სუბელიანის დაკითხვა“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
მისივე ინფორმაციით, ახალი გარემოება მირზა სუბელიანის დაკითხვისთვის მაისის ბოლოს წარმოიშვა.


„კერძოდ, ის, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა გ.ჯ.-მ, რომელმაც 6 თვის განმავლობაში არ მიაწოდა ჩვენება, მხოლოდ პროცესის დასასრულს განაცხადა, რომ მირზა სუბელიანი ნახა კალანდიების სახლში“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.


ბეჭდვა