logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
შსს-ს წარმომადგენელი: ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოძიებისგან დამოუკიდებლად მიიღო
შსს-ს წარმომადგენელი: ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოძიებისგან დამოუკიდებლად მიიღო
13:18 25.06.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, კახა სირაძის განცხადებით, ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოძიებისგან დამოუკიდებლად მიიღო.

ამის შესახებ სირაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

საგამოძიებო კომისიის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა ფაქტით, თუ რატომ მოხდა ფარდულის დემონტაჟი, სადაც სასიკვდილო ჭრილობები მიიღო დავით სარალიძემ და რატომ არ დაილუქა ის.

„საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს ფარდული უკვე აღებულია. ფაქტობრივად ფარდულის არც ნაჭრებია, არც სახურავი აქვს. რატომ არ დაილუქა ფარდული ვიდრე საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდებოდა? მას შემდეგ რაც ჩატარდებოდა ყველა საგამოძიებო ექსპერიმენტი, გვექნებოდა ფარდულის ზომები, ასევე გვექნებოდა საშუალება, რომ ფიგურანტები მიგვეყვანა ადგილზე და მათ აეხსნათ ყველაფერი. ასეთი ადგილები, როგორც წესი, მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის. რა იყო მიზეზი, რომ ფარდული არ დაილუქა და მოხდა მისი დემონტაჟი?“ -განაცხადა ოთარ კახიძემ.

შსს-ს წარმომადგენლის კახა სირაძის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება და დასურათება სრულად მოხდა და შესაბამისად, ფარდულის დემონტაჟი მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა.

„მოგეხსენებათ, რომ შემთხვევის ადგილი დაცულია იქამდე, ვიდრე შემთხვევის ადგილი თვალიერდება. დამთავრდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ამოღებული იქნა ყველა შესაძლო კვალი, საგანი. გადაღებული იქნა 400-მდე ფოტო. ამასთან, დემონტაჟი მოხდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა.
ფარდულის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიღეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ჩვენგან დამოუკიდებლად. საქმის კურსში არ ჩავუყენებივართ.
ეზო მოიცავს ფარდულსაც და შემთხვევის ადგილი იყო მთლიანად ეზო. საყოველთაო სარგებლობის ფართიცაა. ეს წარმოადგენდა მაწანწალა ძაღლების თავშესაფარს და მოსახლეობაც წუხდებოდა.
რაც შეეხება მის პარამეტრებს, ამ ტერიტორიას გააჩნია კონტურები, რადგან ის მიწაშია შეჭრილი და მისი აღდგენა არ გაჭირდება“, -განაცხადა კახა სირაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა