logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
შსს დღეიდან 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე განცხადებების მიღებას იწყებს
შსს დღეიდან 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე განცხადებების მიღებას იწყებს
12:47 25.06.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეიდან 365 მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე განცხადებების მიღებას აცხადებს.
ამის შესახებ ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა, სადაც განცხადება მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გააკეთა.

ჯავახაძის თქმით, მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი განათლება.
„ასევე დღეიდან, ფუნქციონირებას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი Officer.ge, რომელიც სპეციალურად მართლწესრიგის ოფიცრებისათვის შექმნილი საკომუნიკაციო არხია. მისი მეშვეობით მოხდება მართლწესრიგის ოფიცრის პოზიციაზე განცხადებების მიღება. ამასთანავე, ხსენებული ვებ-გვერდის გამოყენებით მოქალაქეებს შეეძლებათ მართლწესრიგის ოფიცრებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღება და მათ ტერიტორიას მიკუთვნებულ მართლწესრიგის ოფიცრებთან უშუალო კომუნიკაცია.

გარდა ამისა, იწყება მართლწესრიგის ოფიცრის საინფორმაციო კამპანია. მედიაში განთავსდება სარეკლამო ვიდეორგოლი, ხოლო უახლოეს კვირებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო ტიპის ღია კარის დღე გაიმართება, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება უშუალო კომუნიკაციის ფორმით დეტალური ინფორმაცია მიიღოს მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიის, ფუნქცია-მოვალეობების, სამუშაო პირობების და სხვა საკითხების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების პროცესი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელია კრიმინალური პოლიციის რეფორმა. სწორედ კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში ხდება საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც ნაკლებეფექტიანი უბნის ინსპექტორის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი მიზანია ტრადიციული საპოლიციო საქმიანობიდან საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო მიდგომებზე გადასვლა და რეაქტიული მიდგომის ეტაპობრივი ჩანაცვლება პროაქტიული მიდგომით. ასევე პოლიციასთან ერთად საზოგადოების ორიენტირება უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ორიენტირებული იქნება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით.

მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შევა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.

მის ფუნქცია-მოვალეობაში ასევე შედის დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება.

მართლწესრიგის ოფიცერი არის პოლიციელი, რომელიც ორიენტირებულია სხვა საპოლიციო დანაყოფებთან ერთად კოორდინირებული მუშაობით იზრუნოს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, უზრუნველყოს მართლწესრიგი და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მოქალაქეებს საზოგადოებრივი და სამოქალაქო პრობლემების გადაწყვეტაში.

ეს ინსტიტუტი პირველ ეტაპზე თბილისში, საპილოტე რეჟიმში დაინერგება, სადაც 365 მართლწესრიგის ოფიცერი ეტაპობრივად დაიწყებს მუშაობას“- განაცხადა ჯაბახაძემ.
მისივე თქმით, შერჩეული კანდიდატები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შესაბამის მომზადების კურსს გაივლიან.
ჯავახაძის განცხადებითვე, პერმანენტული მონიტორინგისა და შედეგების შეფასების შემდეგ, ინსტიტუტის ქვეყნის მასშტაბით გაფართოება იგეგმება.
„შერჩეული კანდიდატები, საკვალიფიკაციო ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაივლიან შესაბამის მომზადების კურსს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რის შემდეგაც ეტაპობრივად მოხდება მათი გადანაწილება სამოქმედო ტერიტორიების (უბნების) მიხედვით მთელი თბილისის მასშტაბით. პერმანენტული მონიტორინგისა და შედეგების შეფასების შემდეგ, იგეგმება ინსტიტუტის შემდგომი გაფართოება ქვეყნის მასშტაბითაც.

მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რომელშიც არსებითია საზოგადოების ჩართულობა. შესაბამისად, მართლწესრიგის ოფიცერი იქნება ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი პოლიციასა და საზოგადოებას შორის, იმისათვის, რომ შედგეს ეფექტიანი, ინტენსიური კომუნიკაცია და ჩამოყალიბდეს მეტი ნდობა, რაც დანაშაულის პრევენციისათვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია არამხოლოდ დანაშაულთან ბრძოლა, არამედ დანაშაულის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული კვლევა და სწორედ ხსენებული მიზეზების გადაჭრა, რაც დანაშაულის პრევენციის აუცილებელი პირობაა.

ღია ვაკანსიის გამოცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია ამ პოზიციაზე მოიზიდოს ახალი კადრები, მოტივირებული, კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებსაც სურვილი აქვთ ემსახურონ ქვეყანას და თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში“- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა