logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
ხორავას ქუჩაზე მომდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ხორავას ქუჩაზე მომდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
23:43 21.05.2018
ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გვინდა განვმარტოთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ირგვლივ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ნაჩვენები კადრები, რომელიც თითქოსდა ტელევიზიის მიერ ექსკლუზიურად იყო მოპოვებული,წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას, რომელიც გაცვლილია დაცვის მხარისთვის და წარდგენილია სასამართლოში.

რაც შეეხება სიუჟეტში ნახსენებ ფაქტს, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მირზა სუბელიანი პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, აღნიშნული გარემოება გამოძიებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებულ მისამართზე მირზა სუბელიანის მისვლის მიზანს არსებულ ვითარებაში გარკვევა, არასრულწლოვანი შვილის ნახვა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა. მან იმავე დღეს მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში წარადგინა და როგორც კანონიერი წარმომადგენელი საგამოძიებო მოქმედებას - დაკითხვას დაესწრო. ის ასევე თავის ნათესავებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რაც დადასტურებულია როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით.

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის დაფარვის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: გამოიკითხა ათეულობით მოწმე, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა მნიშვნელოვანი ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა და სისხლიანი ტანსაცმელი. ასევე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტები. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 პირი. ზ.წ.-ს, თ.კ.-ს, და გ.შ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, ლ.კ.-ს შეფარდებული აქვს გირაო, ხოლო არასრულწლოვანი მ.კ. იმყოფება მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითად განხილვა.

ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამოძიება ობიექტურად და კანონის მოთხოვნის სრული დაცვით მიმდინარეობდა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ცდილობს საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, რაც ცალსახად დაუშვებელია. აქვე განვმარტავთ, რომ მირზა სუბელიანი აღარ არის საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, რამდენიმე დღეში პროკურატურიდან დათხოვნის თაობაზე მან განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელმაც დააკმაყოფილა მისი განცხადება“-ნათქვამია განცხადებაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა