logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობას გაეცნო
საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობას გაეცნო
22:54 21.05.2018
პარლამენტის ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ეწვია. ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნო. ირაკლი სესიაშვილს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს უფროსმა კობა კობიძემ მიაწოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა:

„დღეს უკვე ჩვენ ვახდენთ ნდობის ჯგუფის კანონის შესაბამისად განსაზღვრულ უფლება-მოსილებების ფარგლებში ამ უწყების საქმიანობის შემოწმებას. დღეს მქონდა საშუალება, რომ გავცნობოდი როგორც უწყების საქმიანობას და მის სპეციფიკას, ასევე იმ ტექნიკურ შესაძლებლობებს და გამოწვევებს, რაც ამ უწყების წინაშე არსებობს. მე შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად ის სტერეოტიპი, რაც არის დამკვიდრებული, რომ „ოტო“ ეს არის რაღაცა ინსტრუმენტი, რომლითაც მოსახლეობას უსმენენ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ხდება ძალიან მკაცრად იმ კანონმდებლობის დაცვა, რაც გულისხმობს, რომ შესაძლებელია ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არის სასამართლოს განჩინება. ეს ერთი. მეორე - ამ სააგენტოს აქვს ძალიან სერიოზული შესაძლებლობები, რათა მოხდეს საინფორმაციო-ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარება, რაც ქვეყანას სჭირდება და ეს არის ის ძირითადი სერვისი, რომლითაც სარგებლობს ფაქტობრივად ყველა სახელმწიფო უწყება, ასევე კერძო სექტორი, რაც საერთო ჯამში ხმარდება და ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული როგორც ქვეყნის განვითარება, ისე ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ინვესტიციები, ტურიზმი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პირველი ვიზიტი, ეს შემოწმება, და თავისთავად ცხადია ჩემს შემდეგაც კოლეგებს მიეცემათ საშუალება, რომ ამ სისტემის საქმიანობაში, მის სპეციფიკაში გაერკვნენ“.

"საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, ნდობის ჯგუფს სააგენტოს შემოწმების უფლებამოსილება აქვს. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სააგენტოს საქმიანობის შემოწმების შესახებ. სააგენტოს საქმიანობის შემოწმების მიზნით ნდობის ჯგუფი ერთ წევრს არჩევს. ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს რეკომენდაციები სააგენტოს საქმიანობის დახვეწის თაობაზე.

გარდა ამისა, კანონის მიხედვით, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს. კანონის შესაბამისად, ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ ნდობის ჯგუფს საქმიანობის 2017 წლის ანგარიში უკვე წარუდგინა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა