გიორგი გახარია: გამოხატვის თავისუფლება არის დაცული
გიორგი გახარია: გამოხატვის თავისუფლება არის დაცული
22:39 18.05.2018
საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე გიორგი გახარიამ 12 მაისის ღამეს აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა.

„თქვენ თუ გაინტერესებთ ჩემი განცხადება და რა იყო ორგანიზატორებთან მოლაპარაკებების პლატფორმა? 17 მაისის წინ, როდესაც წინ გველის ის გამოწვევა, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის მომავლისთვის, რადიკალიზაციის ეს ფორმა არის საკმაოდ გამომწვევი და საკმაოდ დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის, არავინ არ გიზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას ორი დღეა. გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და პოლიცია თქვენზე ზრუნავს, ხომ არ არის დრო დავწიოთ რადიკალიზაციის ტემპერატურა 17 მაისი წინ და ორშაბათს დილით თბილისს მივცეთ ჩვეულებრივი სამუშაო დღის რეჟიმში მუშაობა. ეს იყო პლატფორმა რაზეც შევთანხმდით და რაც გავაკეთეთ. ეს იყო და ეს და აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ“-განაცხადა მინისტრმა.

ბეჭდვა