გიორგი გახარია: რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ დაასტაბილურებს დანაშაულის სტატისტიკას - გვექნება კლება, თუმცა არა სწრაფი
გიორგი გახარია: რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ დაასტაბილურებს დანაშაულის სტატისტიკას - გვექნება კლება, თუმცა არა სწრაფი
19:14 18.05.2018
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს მიერ ობიექტური სტატისტიკის გამოქვეყნება მართლწესრიგის დამყარების ერთადერთი საშუალებაა.

მისივე თქმით, რეფორმებით, რომლებსაც შსს ახორციელებს დანაშაულთა სტატისტიკას ერთმნიშნელოვნად დაასტაბილურებს.

ამის შესახებ გახარიამ საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, ოთარ კახიძის შეკითვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დანაშაულთან ბრძოლის კუთხით შსს-ს სტატისტიკას ეხებოდა.

„მართლა ასე ვთვლით, რომ ადეკვატური და ობიექტური სტატისტიკის გამოქვეყნება არის ერთადერთი საშუალება მართლწესრიგის დამყარებისა. სხვანაირად არაფერი გამოვა. ეს იქნება არასწორ გამოწვევებზე არაადეკვატური პასუხები. ამ სტატისტიკის, რასაც ვაქვეყნებთ 95%-ის მჯერა. მე რომ ვთქვა, რომ 100%-ით მჯერა, მაშინ თითოეული საქმის აღძვრის ანატომია უნდა მქონდეს შესწავლილი, რისი საშუალებაც არ მაქვს.

დღეისთვის მძიმე დანაშაულის ნაწილში ზრდა გვაქვს; განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის ნაწილში ზრდა არ გვაქვს, პირიქით, უმნიშვნელო მაგრამ შემცირება გვაქვს; ყაჩაღობის ნაწილში უმნიშველო, მაგრამ შემცირება გვაქვს; ქურდობისა და სკუთრების მიმართ დანაშაულში სერიოზული ზრდა გვაქვს; ზრდა გვაქვს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ნაწილში; ზრდა გვაქვს ასევე ოჯახური დანაშაულის აღრიცხვის ნაწილში, რაც მისასალმებია.
რეფორმებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ ერთმნიშნელოვნად დაასტაბილურებს ამ მდგომარეობას, გვექნება კლება, თუმცა არა სწრაფი“- განაცხადა გახარიამ.

ბეჭდვა