გიორგი გახარია: 9 აპრილის, 7 ნოემბრის და 26 მაისს შემდეგ დღეს გვაქვს შანსი შევცვალოთ და გავაჩინოთ ახალი წარმოდგენა პოლიციაზე
გიორგი გახარია: 9 აპრილის, 7 ნოემბრის და 26 მაისს შემდეგ დღეს გვაქვს შანსი შევცვალოთ და გავაჩინოთ ახალი წარმოდგენა პოლიციაზე
19:02 18.05.2018
პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას გიორგი გახარიამ პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხზე ისაუბრა.

„9 აპრილის მერე მოყოლებული ძალოვან სტრუქტურას და განსაკუთრებით პოლიციას ყოველთვის ქონდა ისეთი ფუნქცია რომ მწვავე სიტუაციაში, ჩვენი მოქალაქეები თავს იცავდნენ და მათში უბრალოდ შიშის კომპლექსი არსებობდა. რეალურად, ჩვენ ვთვლით, რომ დღევანდელ სიტუაციაში ჩვენ ყველას გვაქვს მარტივი შანსი, რომ ის ინსტიქტები რაც ჩვენ გვიჩნდებოდა 9 აპრილის, 7 ნოემბერს, 26 მაისს და ა.შ. შემდეგ დღეს ცოტა შევცვალოთ და გავაჩინოთ რაღაც ახალი წარმოდგენა ამ პოლიციაზე. ჩვენ ხომ ყველანი ვართ ამაში დაინტერესებული და ყველას კარგად გვესმის ერთი რამ, რომ ამ ქვეყანას სხვა ყველა კონკურენტულ უპირატესობასთან ერთად აქვს ერთ-ერთი პრინციპულად მნიშვნელოვანი კონკურენტული საკითხი და ეს არის უსაფრთხოება. ვთვლით რომ ეფექტურობა, სიმკაცრე, რა თქმა უნდა პოლიტიკური ნეიტრალობა და მოქალაქეების მიმართ მზრუნველობა ეს არის ღირებულებები რის ირგვლივაც ჩვენ გვინდა რომ ეს უწყება მუშაობდეს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბეჭდვა