გიორგი გახარია: მიუხედავად იმისა, რომ 17 მაისი უდიდესი გამოწვევა იყო, შსს-მ ყველა ღონისძიება ღირსეულად ჩაატარა
გიორგი გახარია: მიუხედავად იმისა, რომ 17 მაისი უდიდესი გამოწვევა იყო, შსს-მ ყველა ღონისძიება ღირსეულად ჩაატარა
18:55 18.05.2018
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 17 მაისი უდიდესი გამოწვევა იყო და ამასთან, მეორე მხარემ ყველა მოლაპარაკება დაარღვია, შსს-მ ყველა ღონისძიება ღირსეულად ჩაატარა.

ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ, 17 მაისს განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„17 მაისის, გუშინდელი ღონისძიება, მე ვთვლი, რომ შსს-მ ჩაატარა ღირსეულად, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი გამოწვევა იყო და მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარემ დაარღვია ყველა მოლაპარაკება, რომელიც მიღწეული იყო.

იმის მაგივრად, რომ ყველა ლოკაცია, რომელიც იყო დათქმული, შენარჩუნებულიყო, მათ მოქმედების ადგილად აირჩიეს სხვადასხვა ბევრ ლოკაციაზე მოწყობა და ზოგ შემთხვევაში ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია, ჩვენ მაინც შევძელით მაქსიმალურად უზრუნველგვეყო უსაფრთხოება ყველა იმ ადამიანისა, რომელთა გამოხატვის თავისუფლებას არანაირი რისკი არ შეხებია“- განაცხდაა გახარიამ.

ბეჭდვა