logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დანაშაულის აღრიცხვის დამალვის არც ერთი ფაქტი არ მოხდეს
გიორგი გახარია: ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დანაშაულის აღრიცხვის დამალვის არც ერთი ფაქტი არ მოხდეს
18:46 18.05.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რომელიც მან დღეს პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა, დღევანდელი კრიმინალის სტატისტიკა, რომელსაც სამინისტრო აქვეყნებს, არის თუ არა რეალისტური, შინაგანი რწმენის თემაა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ სტატისტიკა არის ერთი, მაგრამ თითოეული რიგითი პოლიციელის მოქმედება მიწაზე, ადგილზე არის მეორე. ჩვენ ახლა მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დანაშაულის აღრიცხვის დამალვის არც ერთი ფაქტი არ იყოს. თითოეულმა პოლიციელმა იცის ერთი რამ, რომ ეს არის ის გადაცდომა, რომელიც არასდროს არავის არ ეპატიება. შესაბამისად, ჩვენ ახლა გვესმის ერთი რამ, რომ სტატისტიკა, რომელიც დღეს არის, არის მაქსიმალურად ობიექტური. ჩვენ ხომ არ გვეშინია იმის და ვამბობთ, რომ მაგალითად კვარტალური სტატისტიკით დღეს ჩვენ კრიმინალში ზრდა გვაქვს წინა წელთან შედარებით 39 პროცენტით, რაც სერიოზული ციფრია. უბრალოდ ამას აქვს მარტივი ახსნა: ჩვენ ვამბობთ, რომ იმისთვის, რომ ის რეფორმების გეგმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, იყოს ადეკვატური ასახვა იმ გამოწვევების, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ. უბრალოდ გვჭირდება სურათის სწორი შეფასება, სტატუსის დაფიქსირება, შემდგომ გამოწვევის შეფასება, გეგმის დასახვა და მოქმედება. ამიტომ, ვერანაირ აზრს ვერ ვხედავდით იმაში, რომ ეს სტატისტიკა დაგვემალა. მითუმეტეს, რომ ასევე გულწრფელად გეუბნებით, რომ იმ რეფორმების გეგმის, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, გვჯერა. როდის იქნება ამ რეფორმების შედეგი? მე აბსოლუტურად გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ წლის ბოლოსთვის რეფორმების შედეგი იქნება უკვე ხელშესახები და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს შედეგი აისახება სტატისტიკურ მონაცემებზეც. ეს ვერ იქნება ისეთი ვარდნა როგორიც თქვენ მაგალითი მოიყვანეთ - 20 პროცენტიანი ერთ წელიწადში, რა თქმა უნდა ეს ასე არ იქნება, უნდა იყოს საკმაოდ მდგრადი და სტაბილური კლება, თუმცა გონივრული“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა