გიორგი გახარია: ჩვენი მიზანი რეალიზატორების კლუბში დაკავება არ ყოფილა
გიორგი გახარია: ჩვენი მიზანი რეალიზატორების კლუბში დაკავება არ ყოფილა
18:20 18.05.2018
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის მიზანი რეალიზატორების კლუბში დაკავება არ იყო.

მისივე თქმით, სპეცოპერაციის ძირითად ამოცანას ნარკორეალიზატორებსა და კლუბის ინფრასტრუქტურას შორის კავშირის დადგენა წარმოადგენდა.

ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდა განაცხადა.

„ხშირად გვეკითხებიან: რატომ მოხდა როდესაც შეხვედით კლუბში და ვერ დააკავეთ რეალიზატორი?
ჩვენ არ გვქონია მიზნად, რომ რეალიზატორი კლუბში დაგვეკავებინა. მეტსაც გეტყვით, რომ ეს არ იყო ძირითადი ამოცანა, როდესაც კლუბში შევდიოდით. ძირითადი ამოცანა იყო რეალიზატორებსა და კლუბის ინფრასტრუქტურას შორის დაგვედგინა კავშირები, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავიდეთ უფრო დიდ ქსელზე, რასაც გარკვეულწილად მივაღწიეთ კიდეც“-განაცხადა გახარიამ.


ბეჭდვა