გიორგი გახარია: ინტერნეტის გზით ნარკოტიკების გასაღება მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოებისთვისაც უდიდესი გამოწვევაა
 გიორგი გახარია: ინტერნეტის გზით ნარკოტიკების გასაღება მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოებისთვისაც უდიდესი გამოწვევაა
18:14 18.05.2018
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ინტერნეტის გზით ნარკოტიკების გასაღება საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის, უდიდესი გამოწვევაა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით შსს პარტნიორებთან თანამშრომლობს.
ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტის გზით ნარკოტიკების გასაღება უდიდესი გამოწვევაა არა მხოლოდე ჩვენთვის, არამედ მსოფლიოს სხვა ძალიან ძლიერი სახელმწიფოებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ პარტნიორებთან ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით. გამოწვევა ძალიან სერიზოულია. დღეის მდგომარეობით, აქ ერთადერთი შესაძლებლობა კონკრეტული შემთხვევების სპეციალური ღონისძიებების საშუალებით გამოვლენაა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რამდენჯერმე დავბლოკეთ მარეგულირებელთამ ერთდად რამდენიმე საიტი, თუმცა სხვადასხვა გზებით მაინც ახერხებენ ადამიანები ამ საიტზე მოხვედრას. გვრჩება ერთადერთი გზა, ფიზიკური თვალთვალის საშუალებით გამოვავლინოთ მსგავსი შემთხვევები“- განაცხადა გახარიამ.

ბეჭდვა