logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
სოზარ სუბარი: თანამდებობიდან გადამდგარმა პირებმა სამარცხვინო კამპანია დაიწყეს, მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ გეგმა „ბე“
სოზარ სუბარი: თანამდებობიდან გადამდგარმა პირებმა სამარცხვინო კამპანია დაიწყეს, მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ გეგმა „ბე“
19:01 11.05.2021
თანამდებობიდან გადამდგარმა პირებმა სამარცხვინო კამპანია დაიწყეს, მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ გეგმა „ბე“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეების მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სუბარის თქმით, როგორც განიმარტა, მათ თანამდებობების დატოვება იმის გამო მოუწიათ, რომ საქმეს აღარ აკეთებდნენ.

„რამდენიმე თანამდებობის პირმა თანამდებობა დატოვა და კიდევ რამდენიმე გაათავისუფლეს. როგორც განმათავისუფლებლებმა განმარტეს, ეს ადამიანები ბოლო პერიოდში საქმის კეთებას შეეშვნენ და გადასული იყვნენ კონკრეტული პარტიის თუ კონკრეტული პირის აგიტაციაზე, გასაკეთებელი საქმე კი უამრავია. ზოგადად, მერის მოადგილე არის პარტიული თანამდებობა და შესაბამისად, არჩევანი უნდა გააკეთონ: ან საქმე აკეთონ, ან თავიანთ პარტიულ საქმიანობას მიხედონ და ოდესმე თუ ეღირსებათ, რაც არ მოხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ექნებათ საშუალება, იყვნენ მერებიც, მოადგილეებიც და პარლამენტის თავმჯდომარეებიც. რაც შეეხება „დასასრულის დასაწყისს“, თავიდან სხვა რიხით დაიწყეს ამ ადამიანებმა, თუმცა ბოლო პერიოდში მიხვდნენ, რომ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ და ძალიან სამარცხვინო კამპანია დაიწყეს. ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ რეგიონებში დადიან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების“ ვარიანტი „ბე“, ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა. ამით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღეს თანამდებობა დატოვეს ხაშურის მერის მოადგილემ, ზურ როსებაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა – ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა, ფოთის მერის მოადგილეებმა – პაატა ლაგვილავამ და კონსტანტინე თოფურიამ, მარტვილის მერის მოადგილემ, აკაკი ხუნწელიამ და სენაკის მერის მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა