logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
კახა კუჭავა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
კახა კუჭავა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
17:05 28.04.2021
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობას.

მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. კახა კუჭავამ ყურადღება გაამახვილა აქტიურ სექტორულ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ინტერესი, აღადგინოს ეკონომიკა, რომელზეც პანდემიამ ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა და კვლავ უმასპინძლოს ლიეტუველ ტურისტებს საქართველოში.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყანა გააგრძელებს ასოცირების შეთანხმების ეფექტურ განხორციელებას და 2024 წელს შეიტანს განაცხადს ევროკავშირში გაწევრებაზე. რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, კახა კუჭავამ ხაზი გაუსვა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის აუცილებლობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ისაუბრა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკაზე და მინისტრს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება გააცნო. კახა კუჭავამ გამოხატა მადლიერება ლიეტუვის საგარეო უწყების მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ პირებზე შემზღუდავი ზომების დაწესების გამო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, ლიეტუვას მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები - ავთანდილ ენუქიძე და ლევან იოსელიანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ქეთევან ჩემია ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა