logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში ზეპირი მოსმენები დაიწყო
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში ზეპირი მოსმენები დაიწყო
16:09 27.04.2021
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღეს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში კომიტეტში შემოსული წერილობითი მოსაზრებების თაობაზე პირველი ზეპირი მოსმენა გამართა.

წერილობითი დასაბუთებული მოსაზრებების ავტორთა ერთ ნაწილთან ონლაინ-რეჟიმში გამართულ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა.

ნინო წილოსანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ თემატურ მოკვლევას, რომელიც უკვე მიღებული კანონის გაანალიზებას, მისი ეფექტურობის და რეალობაში მუშაობის მონიტორინგს, ზოგადად კანონის აღსრულების დადებით თუ უარყოფით მხარეებს ეხება.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონი 2013 წლის 12 ივლისს მიიღო პარლამენტმა და მას შემდეგ, კანონში რამდენჯერმე შეიტანეს ცვლილება, თუმცა როგორც კომიტეტში შემოსულ წერილობით მოსაზრებებში გამოიკვეთა, მათი ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონი ბოლომდე მაინც არ არის სრულყოფილი და იგი ხელს ვერ უწყობს ეფექტიანი და სიცოცხლისუნარიანი (მდგრადი), სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნასა და მათ შემდგომ საქმიანობას.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მოკვლევის მიზანიც ის არის, რომ გააანალიზონ თუ რამდენად შესრულდა კანონი, რამდენად პასუხობს ის დასახულ ამოცანებს, როგორია კანონის მოქმედებისას გამოვლენილი შესაძლო ხარვეზებისა და აღსრულების ხელისშემშლელი ფაქტორები.

დღევანდელ ზეპირ მოსმენაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, თავიანთი პოზიცია და მოსაზრებები წარმოადგინეს ეკონომიკის დოქტორმა დავით მამუკელაშვილმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოქსაძემ, სოფლის განვითარების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ კიკნაველიძემ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „მამულის" დირექტორმა ლიკა ცეცხლაძემ.

როგორც მოსმენაზე ითქვა, უპირველესად გასააქტიურებელია საინფორმაციო კამპანია, ვინაიდან ბევრგან იმის განცდა აქვთ, რომ კოოპერატივების შექმნით ხდება წარსულში დაბრუნება. ასევე აღინიშნა, რომ ადგილი აქვს კოოპერატივების მართვის პროცედურულ სირთულეებს, პრობლემურია ყოველწლიური გადასახადი. მენეჯმენტის დახვეწასთან ერთად, დღის წესრიგში დგას ტრენინგების აუცილებლობა. ერთ-ერთ მწვავე პრობლემად დასახელდა დარგის სპეციალისტების ნაკლებობა. კოოპერატივები განმარტავენ, რომ აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო მიმართულების სხვადასხვა დარგში კადრების მომზადება და ა. შ.

აღნიშნული კონტროლის ფარგლებში მიღებული დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებების ავტორთა ზეპირი მოსმენები ხვალაც გაგრძელდება, შემდეგ კი კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყების - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების მოსმენა შედგება.

ზეპირი მოსმენების დასრულების შემდეგ, კომიტეტი შემაჯამებელ ანგარიშს მოამზადებს, რომელშიც აისახება კომიტეტის დასკვნები და რეკომენდაციები, და თუ აუცილებელი გახდება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზეც დაიწყება მუშაობა.

პროცესი ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა