თეა წულუკიანმა და საბერძნეთის ელჩმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე საბერძნეთთან თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერის საკითხი განიხილეს
თეა წულუკიანმა და საბერძნეთის ელჩმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე საბერძნეთთან თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერის საკითხი განიხილეს
18:29 06.04.2021
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა სიხარულიძემ საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისთან შეხვედრა გამართეს და საბერძნეთთან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის დოკუმენტის მოკლე ვადაში ხელმოწერის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

თეა წულუკიანმა საბერძნეთის ელჩს კულტურული პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოსა და საბერძნეთის მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით ბერძენი ექსპერტების ჩართვა და სამუზეუმო საქმიანობაში მათი გამოცდილების ქართველი კოლეგებისთვის გაზიარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმ ძირითადი მიმართულებების განვითარებას, რაც ამჟამად აქტუალურია სამინისტროსთვის.

საბერძნეთის ელჩმა მინისტრსა და მინისტრის პირველ მოადგილეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის კონკრეტული ხედვა გააცნო და ორ ქვეყანას შორის მოცემულ სფეროებში თანამშრომლობის დოკუმენტის ხელმოწერის ხელშეწყობის მიზნით მზაობა გამოთქვა.
ბეჭდვა