logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ირაკლი ბერაია: ჩვენი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ხელისუფლების მიერ კოვიდ 19-ის საპასუხო ღონისძიებებს
ირაკლი ბერაია: ჩვენი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ხელისუფლების მიერ კოვიდ 19-ის საპასუხო ღონისძიებებს
20:23 28.04.2020
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ დღეს ონლაინ შეხვედრები გამართა საქართველოში საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან და გერმანიის ელჩთან ჰუბერტ კნირშთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებში პანდემიის შედეგად შექმნილ მდგომარეობაზე და მის საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე, ჩვენი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ნაბიჯებზე, რასაც, ირაკლი ბერაიას თქმით, ევროპელი პარტნიორები მაღალ შეფასებას აძლევენ და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კოვიდ 19-ის საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებს, როგოც დროულ, კოორდინირებულ, ქმედით და შედეგიან ნაბიჯებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოსთვის მილიარდობით ფინანსური დახმარების მობილიზებაზე, რაც შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის აქტიური ძალისხმევის და ჩვენი მეგობრების მხარდაჭერის შედეგად.

„გერმანია და საფრანგეთი არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები სხვადასხვა სფეროებში და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებიც არიან იმ ერთობლივი წერილის ხელმომწერები, რომელიც ჩვენმა პარტნიორებმა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებმა გამოუგზავნეს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალს, რომელშიც საუბარია ჩვენი ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერის ზომებზე“.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების განხილვას, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ისაუბრეს რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის უკანონო შეზღუდვების გამკაცრებაზე, წვრთნებზე, ბორდერიზაციაზე, დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე, რომელსაც საოკუპაციო ძალა გლობალური მასშტაბის გამოწვევის პირობებშიც აგრძელებს.

ირაკლი ბერაიამ ელჩებს განუცხადა, რომ ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ამ კუთხით მკაფიოა, ოკუპანტ სახელმწიფოზე უნდა გაიზარდოს ზეწოლა ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელჩებთან საუბრისას განიხილეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო მასშტაბის მოვლენები, მათ შორის ნატო-ს 2 აპრილის მინისტერიალი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა და სადაც მიღებული იყო გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს მხარდაჭერის ახალი ზომების შესახებ; ნატო-ს სამხედრო ხომალდების ვიზიტი საქართველოში და ერთობლივი წვრთნები, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში “კონფლიქტი საქართველოში”, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ინიციატივით გამართული მსჯელობა უკანონო ბორდერიზაციის შესახებ დაა სხვა საკითხები. –„ყოველივე ეს ადასტურებს იმას, რომ მიუხედავად გლობალური მასშტაბის გამოწვევისა, საქართველოს საკითხი აქტუალურია და მაღალ დონეზე დგას ჩვენი პარტნიორების დღის წესრიგში. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მალე დავძლევთ გლობალურ პანდემიას და ჩვენი ქვეყნები და მოქალაქეები დაუბრუნდებიან ცხოვრების და საქმიანობის ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა