logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ლევან ნიკოლეიშვილი: როდესაც  საშინელ მტერს ეომები,  ჯოჯოხეთიდან გამოძვრებიან შინაური მტრები და ყველაფერს აკეთებენ, რომ შენი ქვეყანა დამარცხდეს და რაც შეიძლება მეტი ხალხი დაიღუპოს
ლევან ნიკოლეიშვილი: როდესაც საშინელ მტერს ეომები, ჯოჯოხეთიდან გამოძვრებიან შინაური მტრები და ყველაფერს აკეთებენ, რომ შენი ქვეყანა დამარცხდეს და რაც შეიძლება მეტი ხალხი დაიღუპოს
15:38 29.03.2020
"იმ დროს, როდესაც შენ საშინელ მტერს ეომები, საიდანღაც, ჯოჯოხეთიდან გამოძვრებიან შინაური მტრები და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შენი ქვეყანა დამარცხდეს და რაც შეიძლება მეტი ხალხი დაიღუპოს. რატომღაც ჰგონიათ, ქვეყნის დამარცხება, ხელისუფლების დამარცხებაა და ეს კი მათი გამარჯვების ანუ ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარია და მათ ამ გეგმაში ნებსით თუ უნებლიედ ხალხის მცირე ნაწილიც უწყობს ხელს",- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.



ნიკოლეიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, უმკაცრესი ღონისძიებები გაატაროთ ყველა იმ პირის მიმართ ვინც ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას, არ იცავს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წესებს, არ თანამშრომლობს შესაბამის სამსახურებთან, ხელს უშლის ექიმებისა და ჯანდაცვის მუშაკების პროფესიულ საქმიანობაში, ხელს უშლის შესაბამისი სტრუქტურების მუშაობას, ხელს უწყობს სამედიცინო თყ სასურსათო პროდუქტების ფასების ხელოვნურად ზრდას, ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებას და ხელს უწყობს მოსახლეობაში პანიკის და შიშის დათესვას.



სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

,,ყველას სახელმწიფოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები, ყველა თავის გზით მიდის, მაგრამ როდესაც მტერი შეუტევს განსხვებული პოლიტიკური თუ იდოლოგიების ქვეყნებიც კი ერთიანდებიან საერთო მტრის წინააღმდეგ, სამაგალითოდ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმის წინააღმდეგ აშშ-ს, საბჭოთა კავშირის და დიდი ბრიტანეთის კოალიციაც კი გვეყოფა. შეგახსენებთ, რომ ომის შემდეგ ეს ქვეყნები კვლავ საწინააღმდეგო ბანაკში აღმოჩნდნენ. სასტიკ მტერთან ბრძოლა ერთერთი ღირსეული და ამავდროულად უძნელესი საქმეა მით უმეტეს, როცა მას არც საზღვრები გააჩნია და შენ თვალწინ ხედავ როგორ ანგრევს შენზე ძლიერ და მდიდარ ქვეყნებს. მტერთან ბრძოლაში და წარმატების მისაღწევად რამდენიმე კომპონენტია გასათვალისწინებელი - უნდა მიიღო პრევენციული ზომები, შეიმუშავო და აღასრული მოქმედების გეგმა, გაატარო აუცილებელი ღონისძიებები და ა.შ. ამ დროს არანაკლებად მნიშვნელოვანია რამდენად კონსოლიდირებულია თვითონ შენი ხალხი და საზოგადოება, რამდენად გაგებით და პატრიოტულდ, დიახ, პატრიოტულად ეკიდება შენივე მოქალაქეები შენს ბრძოლას გარეშე მტერთან, რამდენად გამართულია მორალურად და ზნეობრივად, რადგან ეს მცირე ჩამონათვალი აუცილებელი პირობაა გამარჯვების მისაღწევად, თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ ომს თავის დაწერილი

თუ დაუწერელი კანონები აქვს და აუცილებლად აჩენს სხვა სურათსაც - იმ დროს როდესაც შენ საშინელ მტერს ეომები, საიდანღაც, ჯოჯოხეთიდან გამოძვრებიან შინაური მტრები და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შენი ქვეყანა დამარცხდეს და რაც შეიძლება მეტი ხალხი დაიღუპოს. რატომღაც ჰგონიათ, ქვეყნის დამარცხება ხელისუფლების დამარცხებაა, და ეს კი მათი გამარჯვების ანუ ხელისუფლებაში მოსვლის საწინდარია, მათ კი ამ გეგმაში ნებსით თუ უნებლიედ ხალხის მცირე ნაწილიც უწყობს ხელს:

1. ქრება პირბადეები, მაგრამ მალევე ჩნდება ოღონდ ძალიან ძვირად, უფრო მეტიც, მისი უფასო დარიგებაც ხდება, ოღონდ ხალხის შეკრებისა და კორონავირუსის მასობრივად გავრცელების საფასურად (ზუგდიდში);

2. ხელოვნურად ხდება ფასების მატება, ვიღაცეებმა ამ დროს გადაწყვიტეს ფულის შოვნა;

3. ხდება ექიმების წინააღმდეგ შეტევა, მუდმივი დისკრედიტაცის რეჟიმში გადაყვანა, იმის იმედად ვირუსის მასობრივი გავრცელების ან სიკვდილიანობის შემთხვევაში, იმავე წამს იყვირებენ ჩვენ ხომ თავიდანვე ვამბობდით, რომ ჯანდაცვის სისტემა არასწორედ მუშაობსო;

4. სცენაზე ჩნდება სააკაშვილი, რომელსაც უცბად გული შეტკივა უცხოეთში მყოფ ქართველებზე და საქართველოში მათ დაბრუნებას გვთავაზობს, რომელმაც მშვენივრად იცის ხელისუფლება ამას ისედაც აკეთებს, მაგრამ მისი ტვინი ამ ეტაპზე მეტს ვერ წვდება... თუმცა მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს მისგან ალბათ ყოველდღე უნდ ველოდეთ;

5. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კორონავირუსის წინააღმდეგ საბძოლველად, მაგრამ არა, მაინც გამოდიან "პოლიტიკოსები" და გვთავაზობენ ბუნდოვან ანტიკრიზულ გეგმებს, საინტერესო რასა ეფუძვნება მათ გეგმები, რა გამოცდილება აქვთ, ადრე რა გაუკეთებიათ ამ მიმართულებით, აქაც მარტივი ახსნა-ეპიდეემიის პიკის რაღაც ეტაპზ გამოვლენ დ იტვიან აი ჩვენ ხომ გეუბნებოდით...რას გვეუბნებით ის მაინც გაგვაგებინეთ.

6. მედიის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების და პანკის დათესვის სრულიად შეგნებული კამპანია!

7. მართლმადიდებული ეკლესიის წინამღდეგ ბრძოლის ახალი ფაზა, განსაკუთრებით გააქტიურებული დისკუსია ზიარების წესის შესახებ, იმ ადამინების მიერ ვინც ზიარება კია რა სიტყვა სინანულის მნიშვნელობაც კი არ იცის, აქვე მოკრძალებით შეგახსენებთ, რომ ზიარება " ქრისტეს მიერ დაწესებული უმთავრესი საიდუმლო-იესო ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება" გახლავთ და შესაბამისად ურწმუნოთა მიერ ამის გაგება შეუძლებელია, თუმცა ეს მათ ხელს არ უშლის ეკლესიას ებრძოლონ; მოინანიეთ ან ეს მაინც დაიმახსოვრეთ,რომ ამ ბრძოლას კი ყველაზე სამარცხვინოდ წააგებთ !

8. საზოგადოების რაღაც ნაწილის უკვე დანაშაულის ტოლფასი, დოყლაპიობა, გულგრილობა და არა სერიოზული აღქმა კორონავირუსის საფრთხისა, რაც მათ ქუჩაში ბოდიალითა და ელემენტარული ჰიგიენის წესების დაუცველობით გამოიხატება.

ხელისუფლებას კი მივმართავ, რომ დღეს პოლიტიკ-კორექტულობის დრო არა, შესაბამისად უკვე არაერთი ადამიანი მოგიწოდებთ გამოავლინოთ და კანონის შესაბამისად, უმკაცრესი ღონისძიებები გაატაროთ ყველა იმ პირის მიმართ ვინც:

1. ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებასა;

2. არ იცავს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წესებს;

3. არ თანამშსრომლობს შესაბამის სამსახურებთან;

4. ხელს უშლის ექიმებისა და ჯანდაცვის მუშაკების პროფესიულ საქმიანობაში;

5. ხელს უშლის შესაბამისი სტრუქტურების მუშაობას;

6. ხელს უწყობს სამედიცინო თყ სასურსათო პროდუქტების ფასების ხელოვნურად ზრდას;

6. ხელს უწყობს დეზინფორმაციის გავრცელებს;

7. ხელს უწყობს მოსახლეობაში პანიკის და შიშის დათესვას.

ყველას ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვბთ",- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა