logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია საჯარო შეხვედრებს არ გამართავს
კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია საჯარო შეხვედრებს არ გამართავს
19:19 17.03.2020
„კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჯარო შეხვედრებს არ გავმართავთ, შესაბამისად, მივმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ასევე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რათა დაგვეთმოს საეთერო დრო, რომ ამ ფორმატში გაიმართოს შეხვედრა და დიალოგი საზოგადოებასთან“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის შინაარსს კომისია საზოგადოებას ტელეეთერის საშუალებით გააცნობს, გაიმართება დისკუსია და კითხვები გაეცემა მოქალაქეთა პასუხებს. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან კონსულტაციები სავარაუდოდ, მომავალი კვირის განმავლობაში გაიმართება.

„ჩვენ გვექნება კონსულტაციები საზოგადოებრივ მაუწყებელთან, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რათა შევჯერდეთ თარიღებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, მომავალი კვირის განმავლობაში გაიმართება ორივე ასეთი შეხვედრა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე განმარტა, რომ დადგენილია კონსტიტუციური ვადა, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყება მხოლოდ ერთი თვის გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი. „ 17 აპრილამდე კანონპროექტს საპარლამენტო ფორმატში ვერ დავუბრუნდებით და ყველაზე ადრე, 28 აპრილს არის შესაძლებელი კანონპროექტის კენჭისყრა, გამომდინარე, არსებული კონსტიტუციური და რეგლამენტით გათვალისწინებული ვადებიდან. ანუ, 28 აპრილი არის უახლოესი თარიღი, როდესაც შესაძლებელია პირველი მოსმენით კენჭი ეყაროს კონსტიტუციურ კანონპროექტს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა