ოპოზიციის მიერ 4 აპრილს დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება
ოპოზიციის მიერ 4 აპრილს დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება
16:17 09.03.2020
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ 4 აპრილს დაგეგმილი აქცია, კორონა ვირუსის გამო, აღარ გაიმართება.

ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას მოცემულ ეტაპზე საპროტესტო აქციებზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, თუმცა პარალელურ რეჟიმში ხელისუფლების ქმედებებზე დაკვირვებას განაგრძობს.

ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა.

ბეჭდვა