logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ქვეყანა თავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებს და ამ ბრძოლაში გვაძლიერებს იუნკერთა თავდადების მაგალითი
არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ქვეყანა თავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებს და ამ ბრძოლაში გვაძლიერებს იუნკერთა თავდადების მაგალითი
20:37 23.02.2020
საქართველოს პარლამენტში 1921 წლის 23 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელასთან რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შიდა ეზოში, ხარების სახელობის სამლოცველოში, დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იუნკერთა მემორიალები გვირგვინით შეამკეს და ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.

დაღუპულ იუნკერთა გმირობისა და თავდადების შესახებ, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამშობლო უპირველესია და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს მხოლოდ უანგარო მსახურებითა და თავდადებით უნდა ვუპასუხოთ - სწორედ ისე, როგორც ეს 1921 წელს იუნკერებმა გააკეთეს.

„დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკული დღეა, მაგრამ, ამავე დროს, გვეამაყება, რომ საქართველოს ისტორიის ეს მძიმე ფურცელი სამშობლოსთვის თავდადებულმა მამულიშვილებმა დაწერეს. 99 წელი გავიდა მას შემდეგ და ჩვენი ქვეყანა კვლავ იბრძვის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლებისთვის - ამ ბრძოლაში გვაძლიერებს იუნკერთა თავდადების მაგალითი, რომელთაც კოჯორსა და ტაბახმელაში თავი შეწირეს უთანასწორო ბრძოლას რუსეთის არმიასთან.

ჩვენმა ქვეყანამ ბევრი განსაცდელი გამოიარა და დღესაც გამოწვევების წინაშე დგას. მხოლოდ უანგარო მსახურებით, თავდადებით, მხოლოდ იმის განცდით, რომ სამშობლო არის უპირველესი, შევძლებთ, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. მსურს, პატივი მივაგო ჩვენი გმირების ხსოვნას და ქედი მოვიხარო მათი შთამომავლების წინაშე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დამსწრეთ სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, იუნკერთა შთამომავლები და ჩოხოსნები დაესწრნენ.

1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.

უნკერთა პირველი მსხვერპლი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის (სობორო) - ახლანდელი პარლამენტის შენობის შიდა ეზოში დაკრძალეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა