logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ანდრია გვიდიანი ვანო მერაბიშვილზე: ფორმა იგივეა, რევანში, ანგარიშწორება, ტერორი
ანდრია გვიდიანი ვანო მერაბიშვილზე: ფორმა იგივეა, რევანში, ანგარიშწორება, ტერორი
13:17 20.02.2020
"და აი ისიც, გამოვიდა ვანო... სიმართლე რომ ვთქვა, მასზე დიდი წარმოდგენა არასდროს მქონია. ყოველთვის ჭკუათხელი მეგონა, ჭკუათხელი, რომელსაც შემთხვევით განუსაზღვრელი ძალაუფლება ჩაუვარდა ხელში - ჰო, ასეა. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი დამოკიდებულების სისწორეში.
მოკლედ, გამოვიდა და რაო?! გადავხედოთ მის მთავარ გზავნილებს"-ამის შესახებ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

"წლის ბოლოს მატროსოვის კარები ფართოდ გაიღება და ძალიან ბევრი ადამიანი შევა ამ ციხეშიო - ფორმა იგივეა, რევანში, ანგარიშწორება, ტერორი.

- ეს ხელისუფლება დაემხობაო, მე ვარ მაგის გარანტიო - კაი ერთი თუ ძმა ხარ, თუ რამის დამხობა გინდა, სადმე გამოიკეტე და რაც გინდა ის დაიმხე. კისერიც გიტეხია, კინჩხიც ზედ მიგიყოლებია.

- მეც და სხვა ყველა ვინც "მატროსოვის" ციხეშია ყველა პოლიტპატიმარიაო - ამ ფრაზას ამბობს კაცი: რომლის დროსაც, პირადი ამბიციების დასაოკებლად ქუჩაში ხოცავდნენ უდანაშაულო ხალხს, რომლის დროსაც, შეიქმნა ისტორიაში ყველაზე მძლავრი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანა, რომლის დროსაც, პირადი ანგარიშსწორების მიზნით აწამებდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლის დროსაც, მოხდა ყველაფერი ცუდი, რის გამოც სამუდამოდ პოლიტიკურ სანაგვეზე წავიდა ყოფილი ხელისუფლება.

- აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვებიო - მაგას რა ჯობია, მშვენიერი და გადასარევი. რაც შეიძლება დიდ ხანს იყავი ეკრანზე ყველას კარგად რო ახსოვდეს ვისთან გვაქვს საქმე.
შეჯამების სახით რომ ვთქვა, ახალი არაფერია - სტილი დაცულია, მეთოდები შენარჩუნებული. ბოდიშს კი არ იხდის, მაპატიეთ შემეშალაო კი არ იძახის, არამედ არანაირი სინანულის გრძნობა არ აქვს და იგივეს გაგრძელებას აპირებს, რითაც აქამდე მოვიდა. ისევ მართალი ჰგონია თავი და კიდევ ფიქრობს, რომ მის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი სწორი იყო. ვერაფერში ვერ ხედავს საკუთარ დანაშაულს. როგორც ჩანს, 6 წელი და 9 თვე არ ეყო აზრზე მოსასვლელად.

კი ბატონო - გაიბრიქეთ და იყეყეჩეთ, ვინ რას მოიგებს მაგ კრეტინული დამოკიდებულებით, 2020 წლის 31 ოქტომბერს გადაწყდება"-წერს გვიდიანი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა