logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე ნაცმოძრაობაზე: ტყუილი, რუსული საქმე და დღეს უკვე რუსული ჰიმნი გახდა მათი სამარკო ნიშანი
მამუკა მდინარაძე ნაცმოძრაობაზე: ტყუილი, რუსული საქმე და დღეს უკვე რუსული ჰიმნი გახდა მათი სამარკო ნიშანი
16:13 18.02.2020
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სახელისუფლო გუნდსა და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილი, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებასთან ჯანსაღი კრიტიკის და დისკუსიის რეჟიმში იყოს, საზოგადოებას გამოგონილ და ტყუილ ამბებს სთავაზობს.

„მათ დროებითი პრობლემების შესახებ საუბრის ინტერესი არ გააჩნიათ. იმიტომ რომ უნდა მოიგონონ რაღაც დიდი ტყუილი, გაცილებით მძაფრი და ამ ტყუილით იბრძოლონ. ტყუილი, რუსული საქმე და დღეს უკვე რუსული ჰიმნი გახდა მათი სამარკო ნიშანი!

ეს არის რეალობა და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას ყველაფერს კარგად გაიგებს. დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა სცადოს რომელიღაცა პარტიამ სამწუხაროდ, ისევ მეორე ადგილს რომ ინარჩუნებს ქართულ რეალობაში თავისი სატელიტების მეშვეობით, ატყუონ საზოგადოება, ჩვენ მაინც მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი გაკეთებული საქმით საზოგადოებასთან ჩვენ სათქმელს მივიტანთ. ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ჭორებით მუშაობენ - რადგან ჩვენმა მეგობარმა, ამერიკელმა კონგრესმენმა გაგვაკრიტიკა ე.ი. მას სიმპათიები სხვა ძალის მიმართ გაუჩნდა. როგორ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ან მისი რომელიმე სატელიტის მიმართ, პრორუსული, საქმით რუსული სატელიტის მიმართ გაუჩნდეს ამერიკელ რომელიმე კონგრესმენს სიმპათია და ეს არ აღვიქვათ მეგობრულ კრიტიკად? როგორ შეიძლება მათი მობრუნება თანამედროვე სამყაროში ვინმეს უნდოდეს, ვინც ზუსტად იცის მათი სასტიკი საქმეების შესახებ, მათი სასამართლოს და პროკურატურის შესახებ და დღეს, აქეთ ბედავენ კრიტიკას. სამწუხაროდ, ეს არის დემოკრატიის ფასი და ჩვენ ეს ფასი უნდა გადავიხადოთ იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა გაცილებით უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. ამ ფასს ვიხდით და მე მესმის თითოეული თქვენგანის პირადი ემოცია. ნაციონალური მოძრაობა სირცხვილის კორიდორს რომ მოგიწყობს იქ ძალიან კარგად მესმის თითოეული თქვენგანის პირადი ემოცია და ძალიან კარგად ესმის საქართველოს ობიექტურად მოფიქრალ თითოეულ ადამიანს და ჩვენს ამომრჩეველს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს არის დემოკრატიის ფასი, რომელიც ჩვენს მომავალში უნდა გადავიხადოთ“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა