logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: ნაცმოძრაობის მხრიდან საბიუჯეტო 48 მილიონის გაფლანგვაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობაც აუცილებლად უნდა დადგეს
რატი იონათამიშვილი: ნაცმოძრაობის მხრიდან საბიუჯეტო 48 მილიონის გაფლანგვაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობაც აუცილებლად უნდა დადგეს
15:44 18.02.2020
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარულ და გაფლანგულ 48 მილიონ ლარზე მთავარი ვალდებულება აქვს ნაციონალურ მოძრაობას, რომელმაც საზოგადოებას, ჩვენს სახელმწიფოს მოპარა ეს ფული და საკუთარი პარტიული თუ პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენა თუ დახარჯა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საკითხი დღეს ყველაზე აქტიური თემაა დღის წესრიგში, ოღონდ კონკრეტული პიროვნების დაკავების ნაწილში. არავინ არ ვსაუბრობთ იმაზე, რაც უკვე სასამართლომ, სამი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა და დაადგინა ის, რომ 48 მლნ. ლარი გაიფლანგა პარტიული ინტერესებისათვის, სად წავიდა ეს თანხა და რას მოხმარდა“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი ინფორმაციით, გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატს უსმენდნენ, გახმოვანდა, რომ აქედან 14 მლნ ლარი დაიხარჯა პარტაქტივზე და ამ პარტაქტივიდანაც უმრავლესობა როგორც ფიზიკური პირი, ფაქტობრივად, ალბათ არც არსებობდა, ხოლო 34 მლნ ლარი პარტიის პოლიტიკურმა ლიდერებმა პირდაპირ ანგარიშიდან გაიტაცეს - აიღეს და გაინაწილეს.

„ჩემი მთავარი კითხვა იყო - არსებობს თუ არა ბერკეტები იმისთვის, რომ ეს თანხა დაუბრუნდეს სახელმწიფოს. აქვე საზოგადოებას მსურს შევახსენო, რომ ეს არის 2012 წელი, ჩემი პირადი გამოცდილებიდან მახსოვს, ამისი კადრებიც არსებობს, როგორ ვთხოვდით მაშინ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ თუნდაც ერთი, მნიშვნელოვანი პროგრამა - სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი იყო 13,5 მლნ ლარი, გაზრდილიყო და აღარ ყოფილიყო 1200 ბავშვი რეაბილიტაციის გარეშე, მაგრამ ამაზე იყო მკაცრი უარი, არც გვისმენდნენ ამ ჩვენს მოთხოვნაზე. ამ დროს თბილისის მერიაში, ეს დამნაშავეები ამუშავებდნენ კორუფციულ სქემებს როგორ მოეტაცათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა და გამოეყენებინათ თავიანთი ინტერესებისთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. მისი თქმით, ამ პროგრამის ბიუჯეტი უკვე 38 მლნ. ლარია, მაგრამ ესეც კი არ არის საკმარისი, ამიტომ, ესენი „ვალდებული არიან, რომ დააბრუნონ ეს თანხა, სხვა შემთხვევაში მათ არაა აქვთ უფლება არც მორალური, არც პოლიტიკური, რომ ისაუბრონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, რადგანაც ყველა ასეთი განცხადება იქნება ფარსი და ფარისევლობა“.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, ფაქტი სახეზეა, რომელიც იცის მთლიანად ჩვენმა საზოგადოებამ და ამიტომ, ისინი ვალდებული არიან „ან დააბრუნონ ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში, ან მათ დარჩებათ სახელი, რომელიც არის ქურდის, მომპარავის და საკუთარი ინტერესების გამტარებელის მხოლოდ“. მისივე თქმით, მსგავსი სახის დანაშაულზე არ არის საკმარისი მხოლოდ სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აუცილებლად უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა