logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: რუსი შემკვეთები, რუსული ჰიმნის გახმოვანებისთვის ალბათ მადლობასაც ეტყვიან მათ
მამუკა მდინარაძე: რუსი შემკვეთები, რუსული ჰიმნის გახმოვანებისთვის ალბათ მადლობასაც ეტყვიან მათ
15:17 18.02.2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების მიერ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებას გამოეხმაურა და აღნიშნული ფაქტი „ძალიან უხეშ და ამორალურ“ ქმედებად შეაფასა.

„სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვხედავთ ხოლმე პარლამენტის მიერ ჩატარებული სამუშაოს კონკრეტული შედეგების გადაფარვის ყოველდღიურ მცდელობას, ერთ-ერთი იყო დღეს, მათ შორის ძალიან უხეში და ამორალური ფორმით. ქვეცნობიერი როგორც ჩანს მაინც თავისას შვება. აქ იუნკერები განისვენებენ, ამ დარბაზში ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და ამ დარბაზში დღეს ჩვენმა კოლეგებმა, სამწუხაროდ, საბჭოთა რუსული ჰიმნი გააჟღერეს და გაახმოვანეს. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც თავის დროზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც რუსეთის შეტევა საპასუხოდ იყო 2008 წლის აგვისტოში მოხსენიებული. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ჰააგის სასამართლოში მტკიცებულებები არ წარადგინეს და რომ არა ქართული ოცნების ხელისუფლება დღესაც მწირი მტკიცებულებებით ვიქნებოდით ჩვენი ჯარისკაცების დასაცავად ჰააგაში წარმოდგენილი, ესენი არიან ადამიანები, ვინც სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმეს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ომის შემდეგაც და ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი დააგვირგვინეს დღეს რუსული ჰიმნის გაჟღერებით საქართველოს პარლამენტში. ამიტომ შვება ქვეცნობიერი თავისას, თავისი რუსი შემკვეთები, რაც არ უნდა გადაჭარბებულად მოეჩვენოს ვინმეს, ალბათ რუსული ჰიმნის გახმოვანებისათვის მადლობასაც ეტყვიან მათ. ყოველთვის აკეთებდნენ რუსულ საქმეს და მხოლოდ სიტყვით იყვნენ პრო დასავლურები, ამ მთავარ ნიღაბს ეფარებოდნენ და დღეს დაიწყეს სხვადასხვა ნიღბების მორგება, რომ მათი მთავარი რეალური სახე და ნიღაბი დაფარონ და დამალონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა