logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ნაცმოძრაობისა და მისი განშტოებების მცდელობა წარუმატებელი იქნება
ირაკლი კობახიძე: ნაცმოძრაობისა და მისი განშტოებების მცდელობა წარუმატებელი იქნება
14:50 18.02.2020
„ამ დღეებში ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი სახე და გამოავლინა ის, რომ ისინი მზად არიან საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებისათვის ევროინტეგრაციისთვის კი სცადონ დაბრკოლების შექმნა. ეს არის მათი სახე. ეს პოლიტიკური ძალა, თავისი „ნაციონალური მოძრაობით“ და ყველა განშტოებით არის ნამდვილად ანტი-ევროპული საქართველო და ეს სახელი მათ ნამდვილად დაიმსახურეს, თუმცა მათი მცდელობა შეფერხდეს საქართველოს წინსვლა ევროინტეგრაციის კუთხით განწირულია წარუმატებლობისთვის“, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამართული ასოცირების კომიტეტის სხდომის პარალელურად შედგა შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, რომლებიც აღნიშნავენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის კუთხით.

„საქართველო კვლავაც რჩება ლიდერად, მოწინავე ქვეყნად ამ თვალსაზრისით და საქართველო ასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ურთიერთობიდან ევროკავშირთან, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებიდან და ეს პროგრესი ასახული იყო დეკლარაციის პროექტში, რომელიც ესტონელ თანათავმჯდომარესთან ერთად მომზადდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციას ჰქონდა მთელი რიგი მცდელობები ცვლილებები შეეტანა ამ დოკუმენტში - დეკლარაციაში, იყო დოკუმენტის პოლიტიზების მცდელობა და იყო მცდელობა არასწორი ინფორმაცია ასახულიყო ამ დოკუმენტში.

„საბოლოო ჯამში, ასოცირების კომიტეტმა ჩააგდო ოპოზიციის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართულ დელეგაციას, რომელიც იქ იყო წარმოდგენილი. ასევე, მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მეგობრებს - ევროპარლამენტარებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს შესაბამის ცვლილებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ და ანტი-ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს ყველაფერი, რომ დეკლარაცია არ დამტკიცებულიყო.

„ეს არ არის პოლიტიკური დოკუმენტი. მასში ასახულია ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანა განიცდის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე და ასევე, ასახულია ინფორმაცია ვალდებულებების შესრულების თაობაზე. ამ ფონზე გასაოცარი იყო მათი სიხარული, რომელიც გამოხატეს ამ დოკუმენტის არ დამტკიცებასთან დაკავშირებით.

ჩვენს გვახსოვს, თავის დროზე, როგორ დარბოდნენ ოპოზიციის წარმომადგენელები კაბინეტებში, იმისათვის, რომ საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია. ეს არის მათი ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის კიდევ ერთი გამოხატულება, თუმცა მაშინაც ჩავარდა მათი მცდელობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეღოთ ვიზალიბერალიზაცია. ეს არის ის მიღწევა, რომლითაც დღეს სარგებლობს ასი ათასობით და მილიონობით საქართველოს მოქალაქე და დღესაც მათი მცდელობა ბუნებრივია, იქნება წარუმატებელი. საქართველო გაგრძელებს წინსვლას ევროინტეგრაციის კუთხით და საქართველო კვლავაც დარჩება ლიდერად ევროინტეგრაციის თვალსაზრისით“, - აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, ეს არ იყო პარტიული დოკუმენტი და მისი არ მიღება არ არის პრობლემა „ქართული ოცნებისთვის“ და არც სახელმწიფოსთვის ეს არ შექმნის არავითარ პრობლემას.

„საქართველო, საბოლოო ჯამში, აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა. შესაბამისი ჩანაწერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით აუცილებლად შესრულდება ყველა ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და ეს გახდება მყარი საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ჩვენს უმნიშვნელოვანეს მიზანს, რაც არის ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ნატოში ინტეგრაციასთან ერთად და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა