logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს
არჩილ თალაკვაძე: ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს
14:41 18.02.2020
„ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს, რომელიც ხელოვნურად ყოფს ადამიანებს - ეს კედელი არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ჩვენ ჩვენს აფხაზ ძმებს აუცილებლად დავიბრუნებთ და ეს თაობა შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას“,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

„საქართველო ისევე როგორც არაერთხელ თავის ისტორიაში, იმყოფება რთული გამოწვევების წინაშე - გრძელდება საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაცია, რომლის შედეგებს ყოველდღიურად ვაწყდებით ადამიანების გატაცების, მკვლელობების, კონტრაბანდის, გადაადგილების შეზღუდვის, უკანონო დაპატიმრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და სხვა მძიმე დარღვევების სახით. ჩვენი პასუხი არის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ; საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება, ენერგოუსაფრთხოება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. რუსულმა ოკუპაციამ ეს რეგიონები დააყენა ჰუმანიტარული კრიზისის, სამხედრო ბაზებად გადაქცევის, მომავლის არარსებობის წინაშე. ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს, რომელიც ხელოვნურად ყოფს ადამიანებს - ეს კედელი არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ჩვენ ჩვენს აფხაზ ძმებს აუცილებლად დავიბრუნებთ და ეს თაობა შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას! მინდა, კიდევ ერთხელ მივაწვდინო ხმა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს - თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველოში შევქმენით ქვეყნის განვითარების და ევროპული ინტეგრაციის გზით, შეგიძლიათ იამაყოთ ამით და გამოიყენოთ ეს შესაძლებლობები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან დეტალურად ისაუბრა პარლამენტის მიერ საგარეო მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ და განაცხადა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაწეული სამუშაო ემსახურებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას და პარლამენტის გაძლიერებას. მისივე თქმით, საპარლამენტო დიპლომატიაში აქტიურად იყვნენ ჩართული ვიცე-სპიკერები, კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები, მეგობრობის ჯგუფები, საპარლამენტო დელეგაციები და პარლამენტის აპარატი. არჩილ თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს დამტკიცდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულება, მათ შორის, შეთანხმება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“.

„საგარეო ურთიერთობების მხრივ პარლამენტის ძალისხმევა აისახა არაერთ დოკუმენტში, რომელსაც აქვს პოლიტიკური, სამართლებრივი ან კონკრეტული ფინანსური შედეგები. მათგან ცალკე მინდა გამოვყო 2019 წელს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც წარმოადგენს აშშ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის დადასტურებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა