logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ძალიან კარგად იცის ხალხმა, რომელ პოლიტიკურ პარტიას რა დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ
კახა კალაძე: ძალიან კარგად იცის ხალხმა, რომელ პოლიტიკურ პარტიას რა დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ
01:28 14.02.2020
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ხელი შეუშალოს ქვეყნის წინსვლას, როგორც ამას ვიზალიბერალიზაციის მიღების დროს აკეთებდა. ამის შესახებ კახა კალაძემ მიუნხენის აეროპორტიდან ფეისბუქ ჩართვისას განაცხადა.

„ჩვენ გვახსოვს, როდესაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიმდინარეობდა, როგორ დარბოდნენ რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო და ისინი შეეცდებოდნენ, ეს გამოეცხადებინათ „ქართული ოცნების“ მარცხად, ისე შეფუთავდნენ ყველაფერს, თითქოს ეს “ქართული ოცნების“ ბრალი იყო“. იგივე მცდელობა ჰქონდათ ახლაც, რაც არ გამოუვათ. ჩვენ ძალინ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება ქვეყანაში, ეს რა თქმა უნდა აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე და ეს მიდგომა და დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება“ განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გულდასაწყვეტია რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოხარულები არიან იმით, რომ რაღაც არ გაკეთდეს და უკეთესობისკენ არ გადაიდგას ნაბიჯი.

„ნამდვილად ამაზრზენი იყო ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, როგორი ბედნიერები იყვნენ, რომ ეს დეკლარაცია ჩავარდა. გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ მოხარულები არიან იმით, რომ რაღაც არ გაკეთდეს, უკეთესობისკენ არ გადაიდგას ნაბიჯი. არაუშავს, ეს საინტერესოა ზოგადად, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და არჩევნები ამიტომ არის მნიშვნელოვანი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ძალიან კარგად იცის ხალხმა, ვინ რას წარმოადგენს, რომელ პოლიტიკურ პარტიას რა ხედვები, მიდგომა და დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მიმართ, შეაბამისად, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“ - განაცხადა კახა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა