logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
კახა კუჭავა: რასაც მხარდაჭერა არ ჰქონდა ეს იყო ის ცვლილებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში აბსურდულად ჟღერდა
კახა კუჭავა: რასაც მხარდაჭერა არ ჰქონდა ეს იყო ის ცვლილებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში აბსურდულად ჟღერდა
18:59 13.02.2020
ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ „-ფაქტი ერთია, რაც ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რომ თვითონ რეზოლუცია საკმაოდ კრიტიკული იყო, რასაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, რადგან ვთვლით, რომ არის გარკვეული წუხილები, რაზეც აუცილებელია ჩვენგან მიღებული იქნას ის კრიტიკა. რასაც მხარდაჭერა არ ჰქონდა ეს იყო ის ცვლილებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში აბსურდულად ჟღერდა.

ჩვენთვის მართლა გასაკვირია რატომ არ დაუჭირეს მათ მხარი, რადგან, კიდევ ვამბობ, საკმაოდ კრიტიკული იყო რეზოლუცია, რომელსაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი, მაგრამ ვთვლით, რომ ეს წუხილები, რომელიც აქვთ ევროპარლამენტარებს, არის აბსოლუტურად მისაღები და ჩვენ უნდა გავცეთ მათ პასუხი“.

კახა კუჭავამ იმის შესახებაც ისაუბრა, რომ ევროპარლამენტარების ნაწილი განაწყენებულია, რაც მათ განცხადებებშიც ჩანს, -„დღესაც გამოქვეყნდა მათი წუხილი. ძალიან კარგად ჩანს ტექსტი, სადაც მითითებულია რომ წუხილი აქვთ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო პროცედურულად ამ დროს, შინაარსზე არ აქვთ არანაირი ხაზგასმა, როდესაც თავისუფლად შეიძლებოდა ეთქვათ, მაგრამ არ გააკეთეს და მეორე - იმავე განცხადებაში ძალიან კარგად გაუსვეს ხაზი, რომ მოუწოდებენ ყველა მხარეს გააგრძელონ დიალოგი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ის, რომ განწყობები არის გარკვეული დეპუტატების მხრიდან კრიტიკული, ეს ვიცით, ამას ვერც დავმალავთ და ჩვენ ვცდილობთ მათთან კომუნიკაცია გვქონდეს, რომ არჩევნებზე მტკიცებულებები მივაწოდოთ, და მეორე - მივიღოთ კრიტიკული შენიშვნები მათი მხრიდან, თუმცა, კიდევ ვამბობ, რეზოლუცია იყო კრიტიკული და ამის ჩავარდნა უბრალოდ არასასიამოვნო ფაქტი იყო. “, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისი თქმით, დოკუმენტი კრიტიკული იყო ბევრ ნაწილში, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით. იყო მოწოდებები, რომ გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო დაიხვეწოს პროცედურები. თქვა, რომ მასში საუბარი იყო მიმდინარე საკითხებზეც, ზოგად კონტექსტში ნახსენები იყო სასამართლოც, რომ არის სამუშაო, - „იყო დაახლოებით 38 შესწორება, ამათგან ყველა ვერც მოვასწარით გაგვევლო, დროში ვერ ჩავეტიეთ, ესეც აღსანიშნავია.

ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ნაწილს დავუჭირეთ მხარი, ნაწილს არ დავუჭირეთ, იმ ნაწილში, სადაც ვთვლით, რომ არაადეკვატური იყო იმის ჩაწერა რაც ჯერ კიდევ დასადგენია ფაქტები, რა თქმა უნდა მოლოდინი არავის არ ექნებოდა, რომ ჩენ მხარს დავუჭერდით.

მთლიანად რეზოლუცია ძალიან საინტერესოა, იქ იყო კრიტიკული მიდგომები. ჩემი აზრით, ოპოზიციისთვისაც ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო ამ რეზოლუციის მიღება. თუმცა, რომ მიგვეღო იმასაც გამოიყენებდნენ, რომ აი, როგორი კრიტიკული რეზოლუცია მივიღეთ, ამიტომ ეს მათი თამაშის ნაწილია, რომელიც არ გვიკვირს“,- განაცხადა კახა კუჭავამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა