logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
კახა კუჭავა: ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან ინიციატივას რომელმაც სიმართლე უნდა დაადგინოს, კითხვებს ბადებს
კახა კუჭავა: ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან ინიციატივას რომელმაც სიმართლე უნდა დაადგინოს, კითხვებს ბადებს
23:44 12.02.2020
„მივესალმები მზადყოფნას ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ ვისაც აინტერესებს ჩაერთოს ამ პროცესში, დადგინდეს რეალობა და თუ რამე დარღვევა იქნა, ესეც იქნას გამოვლენილი. თუმცა, თუ არაფერი დადგინდა და არ იქნა მიჩნეული ეს პოლიტიკურ დაპატიმრებად, ოპოზიციამ ეს ფაქტი უნდა აღიაროს. თვითონ ის ფაქტი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან მსგავს ინიციატივას, რომელმაც სიმართლე უნდა დაადგინოს და პირველ რიგში იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესი, ბადებს კითხვებს“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ ასოცირების კომიტეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

კახა კუჭავამ ისაუბრა ხელისუფლების ინიციატივაზე, უგულავას საქმესთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის მხრიდან ე.წ. ფაქტების მოკვლევის მისიის გამოგზავნის თაობაზე. მისი განმარტებით, მსგავსი პრაქტიკა ევროპარლამენტს აქვს, პროცესი საკმაოდ გამჭვირვალეა და მან მოუწოდა ოპოზიციას ითანამშრომლონ იმ ევროპარლამენტარებთან, ვინც მისიის ფარგლებში ჩამოვა საქართველოში.

„იყო საუბრები უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ის ფორმატი არ არის, სადაც ვინმეს შეუძლია სიმართლე დაამტკიცოს, მით უმეტეს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სასამართლოს გადაწყვეტილების დაცვას, ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ, ერთადერთი რაც შევთავაზეთ, დილით გაჟღერდა ჩვენი პარტიის ლიდერების მხრიდან, ე. წ. ფაქტების მოკვლევის მისიის გამოგზავნა. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს არ არის ჩვენი ინოვაციური მიდგომა, მსგავსი, ფაქტების მოკვლევის მისია ადრეც ჰქონდა

ევროპარლამენტს ერთ-ერთ ქვეყანასთან დაკავშირებით და მან კონკრეტული შედეგი დადო. ოპოზიციამ უნდა თანამშრომლს იმ ევროპარლამენტარებთან, ვინც ჩამოვლენ ამ მისიის ფარგლებში“,-განაცხადა კახა კუჭავამ.



ვიცე-სპიკერმა იმ თემებზეც გაამახვილა ყურადღება, რაზეც საუბარი იყო ასოცირების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე. მისი განცხადებით, აღინიშნა, რომ საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია და ყურადღება გამახვილდა მეოთხე ტალღის რეფორმის წარმატებით განხორციელებაზე.



„იყო რამდენიმე მომხსენებელი. რომლებმაც ზოგადად ისუბრეს იმ სტატუსზე, თუ რა ეტაპზეა ქვეყანა. დევინის კომენტარი იყო ძალიან მისასალმებელი და სასიამოვნოდ მოსასმენი, რომელიც აღნიშნავდა, რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ და ეს დასაფასებელია.

​რა თქმა უნდა, იყო გარკვეულ საკაითხებზე სურვილი, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და კონკრეტულად ეს ეხებოდა მეოთხე ტალღას, რომელსაც მიესალმებიან და თვლიან, რომ მნიშნელოვანია, რომ მეოთხე ტალღის მიერ ინიცირებული ნაბიჯები და რეფორმის ნაწილი იქნას სრულფასოვნად შესრულებული, რასაც, რა თქმა უნდა , ჩვენც მივესალმებით“,-განაცხადა კახა კუჭავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა