logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ევროპარლამენტს შეუძლია შექმნას მისია, რომელიც გიგი უგულავას საქმეს შეისწავლის
კახა კალაძე: ევროპარლამენტს შეუძლია შექმნას მისია, რომელიც გიგი უგულავას საქმეს შეისწავლის
22:56 12.02.2020
ფაქტების შემსწავლელი მისია, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და ექნება სრული შესაძლებლობა დეტალურად შეისწავლოს გიგი უგულავას საქმე - ასეთი შეთავაზება მიიღეს ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებისგან სტრასბურგში გამართულ შეხვედრებზე.

პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს ანტონიო ტაიანის, კატი პირის, სერგეი სტანიშევს და მარინა კალიურანდს შეხვდნენ.

მათ მადლობა გადაუხადეს ევროპარლამენტის წარმომადგენლებს მხარდაჭერის და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

"დღეს არაერთი შეხვედრა გვქონდა, სადაც განვიხილეთ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. დაისვა კითხვები გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მათ მიიღეს პასუხები და ასევე შეთავაზება - შეიქმნას ფაქტების შემსწავლელი მისია. მათ შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ადგილზე გაეცნობა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებს, რათა დარწმუნდნენ იმაში, რომ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან,"- განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას, ასევე შიდა პოლიტიკურ პროცესებს.

„ჩვენ შევთავაზეთ შეიქმნას სპეციალური ფაქტების შემსწავლელი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში და დეტალურად გაეცნობა ამ საქმეს. არის ასეთი პრაქტიკა ევროპულ პარლამენტში, ამასთან დაკავშირებით გვაქვს დადებით გამოხმაურება. იმედი გვაქვს, რომ მისია უახლოეს მომავალში ჩამოვა და გაეცნობა საქმის როგორც შინაარსს, ისე პროცედურულ მხარეს და დადგინდება სიმართლე, რაც ყველამ ისედაც ვიცით - ეს არის 48 მილიონის გაფლანგვის საქმე. ჩვენი კოლეგები დარწმუნდებიან რომ 48 მილიონი გაიფლანგა და იმაშიც ბუნებრივია, დაგვეთანხმებიან, რომ ეს არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ისაუბრეს ასევე დიალოგზე, რომელიც უკავშირდება საარჩევნო სისტემას.

„ჩვენ გვაქვს წარდგენილი კონკრეტული ინიციატივა - 100-50-ზე. ეს არ არის მერკანტილური გარიგებისკენ მიმართული ინიციატივა, ეს არის ერთადერთი ვერსია, რომლის გარშემოც არის შესაძლებელი 113 ხმის მოგროვება და რომელიც უზრუნველყოფს უფრო მეტად პროპორციული მანდატების განაწილებას საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენი ვერსია რჩება შეთავაზებად და იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია ამ შეთავაზებას დათანხმდება“ -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა