logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს ქვეყნის სუვერენული არჩევანი
არჩილ თალაკვაძე: დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს ქვეყნის სუვერენული არჩევანი
22:30 06.02.2020
„მინდა ასევე გამოვეხმაურო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დასკვნას, რომელიც ეხება სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ საკანონმდებლო ცვლილებებს. იქაც საუბარი არის იმაზე, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ლეგიტიმაცია აქვს როგორც შერეულ ასევე პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს და ეს უნდა იყოს ქვეყნის სუვერენული არჩევანი, თუ რა საარჩევნო სისტემას აირჩევს“,-ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებამ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პირობა 2016 წელს დადო და შეასრულა, როდესაც ეს საკითხი კონსტიტუციაში აისახა. ის შეთავაზება კი, რომელსაც ხელისუფლება ამჟამად სთავაზობს ოპოზიციას, არჩილ თალაკვაძის განცხადებით არის კომპრომისული და დაბალანსებული.

„ჩვენ დავდეთ პირობა 2016 წელს, რომ საქართველო გადავიდოდა პროპორციულ არჩევნებზე, და 2017-2018 წლებში ეს პირობა შევასრულეთ, ვინაიდან ავსახეთ კონსტიტუციაში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი და რომ ეს გადასვლა მოხდებოდა 2024 წელს. დღეს, ოპოზიციას აქვს გარკვეული წინააღმდეგობა და ჩვენ გვაქვს კომპრომისული შეთავაზება 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ეს არის დაბალანსებული, კომპრომისული მოდელი და ვფიქრობ, ოპოზიციაც ემზადება, რომ შემდგომი დიალოგის ფარგლებში განხილვა გვქონდეს ამასთან დაკავშირებით“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა