logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან „ტაბულას“ ინგლისურენოვანი ნიუსი ცალსახად გამიზნულია გარე აუდიტორიისთვის სპეკულატიური შთაბეჭდილების შესაქმნელად
გურამ ნიკოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან „ტაბულას“ ინგლისურენოვანი ნიუსი ცალსახად გამიზნულია გარე აუდიტორიისთვის სპეკულატიური შთაბეჭდილების შესაქმნელად
20:42 31.01.2020
„აშშ-ს კონგრესიდან და სენატიდან გამოგზავნილ წერილებში, სადაც გამოთქმულია შეშფოთება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, არგუმენტების ნაწილში ბევრი უზუსტობა დაფიქსირდა“- განაცხადა ტვ იმედის „დღის ქრონიკაში“ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა.

ნიკოლაშვილი კომპანია „ფრონტერას“ შემთხვევას იხსენებს, რომელიც სრულიად მცდარად წარმოჩინდა, როგორც ამერიკული ბიზნესის შევიწროების მაგალითი. სენატის საგარეო კომიტეტის წევრთა მიერ გამოგზავნილ წერილში კი მოცემულია გაფრთხილება პოლიტიკური ნიშნით რეპრესიის დაუშვებლობის შესახებ.

მისი თქმით, საინტერესოა, რაზე დაყრდნობით გაჩნდა ეს ჩანაწერი და რა ინფორმაცია გამოიყენეს იმ ლობისტებმა, რომლებმაც უზრუნველყვეს გასული თვის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოგზავნილი წერილების ტალღა.

გურამ ნიკოლაშვილი გამოცემა „ტაბულაზე“ საუბრობს, რომლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ინგლისურენოვან ვერსიაში გამოყენებულია ციტატა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან, რომელიც ტვ „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზში“ გავიდა.

როგორც ნიკოლაშვილი ამბობს, ნიუსის ინგლისურენოვანი ვერსიის სათაურში გამოყენებული ციტატის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ბევრი პოლიტიკოსი ზის ციხეში წლობით და კიდევ უფრო მეტს მოუწევს მრავალწლიანი სასჯელების მოხდა. ნიუსის ქართულენოვან ვერსიაში ინტერვიუს პასაჟი ნეიტრალურადაა გადმოცემული, რაც გამიზნულია გარე აუდიტორიაზე.

„ტაბულას“ ინგლისურენოვან ნიუსში ვკითხულობთ სათაურს, სადაც მოხმობილია ციტატა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან, რომელიც ტვ „იმედის“ ეთერში გადაცემა „SWOT - ანალიზში“ გავიდა. ციტატის მიხედვით ივანიშვილი აცხადებს, რომ ბევრი პოლიტიკოსი ზის ციხეში წლობით და კიდევ უფრო მეტს მოუწევს მრავალწლიანი სასჯელების მოხდა. მაშინ როცა, ნიუსის ქართულენოვან ვერსიაში ინტერვიუს პასაჟი ნეიტრალურადაა გადმოცემული, ინგლისურენოვანი ნაწილი ცალსახადაა გამიზნული გარე აუდიტორიაზე მათთვის სპეკულატიური შთაბეჭდილების შესაქმნელად. წავიკითხოთ ხსენებული პასაჟი სენატორთა წერილიდან, შევხედოთ ტაბულას სათაურს და მოვუსმინოთ ვრცელ ნაწყვეტს ინტერვიუდან, სადაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობს საპროტესტო აქციების შესახებ.

თითქოს არაფერია გაუგებარი იმ ციტატაში, პოლიტიკური ლიდერი მკაფიოდ საუბრობს ძალადობრივი სცენარის მიუღებლობაზე და სახელმწიფოს ნებაზე, არ დაუშვას მსგავსი სცენარის განვითარება, რომ ასეთი აქციების დროს სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად მოხდება და პროტესტის ნებისმიერი მონაწილის მცდელობა, დაუპირისპირდეს წესრიგს, არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე. ციტატის ტექსტის სახით წაღება კონტექსტის გარეშე და აქცენტის დასმა, რომ ამ მომენტში ივანიშვილი გულისხმობს პოლიტიკურ ოპონენტებს, უცხო თვალს უჩენს შეგრძნებას, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ნიშნით არამართებულ დევნასთან, რაც გულისხმობს აკრძალული მეთოდით ოპონენტთა არა მხოლოდ განეიტრალების მცდელობას, არამედ მათ ციხეში იზოლირებასაც“ - ამბობს გურამ ნიკოლაშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა