logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ ხულორდავა: მედია ძლიერი იარაღია და მისი უპასუხისმგებლოდ გამოყენება არათუ უბრალოდ არასწორი, საშიშიც კია
თამარ ხულორდავა: მედია ძლიერი იარაღია და მისი უპასუხისმგებლოდ გამოყენება არათუ უბრალოდ არასწორი, საშიშიც კია
10:12 28.07.2019
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, თამარ ხულორდავა, "Freedom House"-ის ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

"...მნიშვნელოვანია ახალი ამბები ობიექტურად იყოს მიწოდებული, სადაც ამბის ყველა მხარეა წარმოჩენილი. ჟურნალისტები, უმეტეს შემთხვევაში, ამას არ აკეთებენ. ხშირად, პოლიტიზებული, პოლარიზებული მედია გამოცემები, განსაკუთრებით ტელევიზიები, ამბის გარკვეულ მხარეს აჩვენებენ და ეს პრობლემაა. თუ ერთი აზრის ჩახშობა მოხდება - ამ შემთხვევაში "რუსთავი 2"-ის, რომელიც ამ პოზიციას წლების განმავლობაში ატარებდა, საზოგადოებაში ერთით ნაკლები ხმა იქნება. თუმცა, ვთვლი ამას წითელ ხაზად? არა, რადგან საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ადვილად შესაძლებელი იქნება ეს მოსაზრებები სხვაგვარად გამოიხატოს. ეს არ მაშფოთებს. ეს რომ იყოს დახურული მედია გარემო, სადაც შეუძლებელი იქნებოდა სამაუწყებლო ლიცენზიის მოპოვება და ჟურნალისტებს რომ ავიწროებდნენ, ამ შემთხვევაში მდგომარეობის შეცვლა რთული იქნებოდა. საქართველოს მედია გარემო იძლევა ცვლილებების საშუალებას და აზრთა სხვადასხვაობა ხალხისთვის ხელმისაწვდომია. თუმცა, ობიექტურ ინფორმაციას არავინ იღებს და ეს პრობლემის ნაწილია", - ამბობს მარკ ბენეტი, "Freedom House"-ის ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი.

პირადად მე, მის ამ განცხადებაში, ჩვენი მედიის ხარისხზე, მის მიკერძოებულობასა და პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე გამოთქმული აზრი უფრო საყურადღებო მგონია, ვიდრე იმ ფაქტის აღიარება, რაც ყველასთვის ისედაც ცხადია - საქართველოში მედია გარემო თავისუფალია. ყოველგვარი აზრისთვის [სამწუხაროდ ხშირად სრულიად დაუსაბუთებელი ან პირდაპირ ტყუილზე დაფუძნებულისთვისაც კი] არსებობს გავრცელების თავისუფალი სივრცე.

ეს საკმარისი არ არის. ძალიან მინდა საქართველოში გვქონდეს ხარისხიანი ჟურნალისტიკა, რომელიც იცავს პროფესიულ სტანდარტებს. მედია ძლიერი იარაღია და მისი უპასუხისმგებლოდ გამოყენება არათუ უბრალიდ არასწორი, საშიშიც კია. ჟურნალისტის მიზანი არ უნდა იყოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, აგრესიის გაღვივება, ფაქტებით მანიპულირება, არამედ ამბის ობიექტურად (ყოველმხრივ) წარმოჩენა. მედიას, რომელიც ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს, აუცილებლად ექნება საზოგადოების ნდობა", - წერს თამარ ხულორდავა ფეისბუქზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა