logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
თამთა მეგრელიშვილი: სამწუხარო რეალობაა, მაგრამ აღიარებაა, რომ ქართველი მწერლის, დრამატურგის ლაშა ბუღაძის “პრინციპულ” სამოქალაქო პოზიციას ნაციონალების საარგებლოდ მხოლოდ “რუსთავი2”-ში ასაღები ხელფასი განაპირობებდა
თამთა მეგრელიშვილი: სამწუხარო რეალობაა, მაგრამ აღიარებაა, რომ ქართველი მწერლის, დრამატურგის ლაშა ბუღაძის “პრინციპულ” სამოქალაქო პოზიციას ნაციონალების საარგებლოდ მხოლოდ “რუსთავი2”-ში ასაღები ხელფასი განაპირობებდა
22:55 24.07.2019
"ხელოვნება, მასმედია,ბიზნესი ერთიანი პოლიტიკით "ნაციონალური მოძრაობის" სამსახურში?!"-ასე ეხმაურება იურისტი, საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი დღეს განვიტარებულ მოვლენებს.

"სამწუხარო რეალობაა, მაგრამ აღიარებაა, რომ ქართველი მწერლის, დრამატურგის ლაშა ბუღაძის “პრინციპულ” სამოქალაქო პოზიციას "ნაციონალური მოძრაობის" საარგებლოდ მხოლოდ “რუსთავი2”-ში ასაღები ხელფასი განაპირობებდა ანუ ჩემთვის და საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის პატივსაცემი ადამიანი,“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაქირავებული “გამპრავებელი” აღმოჩნდა!

გამიჩნდა ეჭვი,ალბათ საფუძვლიანიც, ნუთუ ყველა ის სახე, რომელიც აქამდე ამ ხაზს მიყვებოდა და დღესაც მიყვება “გამპრავებელია?!”

ჩემთვის როგორც იურისტისთვის ძალიან საინტერესო იყო "რუსთავი 2"- ის საქმე როგორც უპრეცედენტო, სადაც პირველად გამოიყენეს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება თუმცა საკითხის შესწავლის შემდეგ დაუშვებლად იქნა ცნობილი “რუსთავი 2-ის” ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

მთლიანობაში იკვეთება "ნაციონალური მოძრაობის", როგორც პარტიის პოლიტიკის მთავარი ხაზი: მკვლელობა, წამება, მედიის შეზღუდვა, საკუთრების ხელყოფა და პოლიტიკას დაქვემდებარებული მართლმსაჯულება.

ვფიქრობ ამ ხაზს მიყვებოდა (კონკრეტული მიმართულებით) "რუსთავი2 ის” როგორც სხვისთვის წართმეული ტელევიზიის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია რომელიც თვადაუზოგავად ცდილობდა სასამართლოზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას.
სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით არსებული კითხვის ნიშნების ფონზე პროკურატურამ საფუძვლიანად იმუშავა ფულის გათეთრების საქმეზე და საგამოძიებო უწყებების მხრიდან მიღებული იქნა შემაჯამებელი გადაწყვეტილება - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძესთვის ბრალი წარედგინათ, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ვფიქრობ, ამას საფუძვლად დაედო ხაზარაძის "მოწოდება"თითქოს ამით ანაკლიის პროექტს განხორციელება არ უწერია. საზოგადოების ამ ნაწილმა უნდა იცოდეს, რომ აღნიშნულ საქმეს არ აქვს კავშირი არც თიბისი ბანკთან და არც ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რადგან ბანკის შეუფერხებელ საქმიანობას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი, ხოლო ანაკლიის პორტის აშენებაზე მთავრობის მტკიცე ნება არ შეიცვლება, რაც მისი განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ანაკლისს პროექტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ხაზარაძის მიერ ამ საკითხზე აპელირება უბრალოდ არასერიოზულია.

არაფრის მომცემია მცდელობა - კონკრეტული საქმე ანაკლიის პროექტს დავუკავშიროთ!

ნიკო გომელაურის ლექსი გამახსენდა:” ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა... და მაინც, კანონის ენითა თუ საკუთარი ნებით ყველაფრის აღიარება წინგადადგმული ნაბიჯია, დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას!"-აცხადებს მეგრელიშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა