რატი იონათამიშვილი: როდესაც სამოქალაქო სექტორის რამოდენიმე წარმომადგენლის მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურ მმართველად არის მოხსენიებული-ბოლომდე წაკითხვის სურვილი დავკარგე
რატი იონათამიშვილი: როდესაც სამოქალაქო სექტორის რამოდენიმე წარმომადგენლის მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურ მმართველად არის მოხსენიებული-ბოლომდე წაკითხვის სურვილი დავკარგე
22:10 24.07.2019
"როდესაც სამოქალაქო სექტორის რამოდენიმე წარმომადგენლის მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურ მმართველად არის მოხსენიებული- ბოლომდე წაკითხვის სურვილი დავკარგე" -ასე გამოეხმაურა უმრავლსეობის წევრი, რატი იონათამიშვილი
სამოქალაქო სექტორის 20- მდე წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ მიმართვას.

"ვის მიუკერძოებლობაზე უნდა აწარმოონ ამათამ კონტროლი ან რომელი სტანდარტი უნდა დაიცვან, ცილისწამების?"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღეს სამოქალაქო სექტორის 20- მდე წარმომადგენელმა , საერთაშორისო ორგანიზაციებს "რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართეს, სადაც ტექსტში პარტია " ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი" არაფორმალურ მმართველად" არის მოხსენიებული.

ბეჭდვა