logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
მიხეილ ქარელი: მრავალწლიანი სიჩუმის შემდეგ თავს ვალდებულად ვთვლი, ვამხილო ირაკლი ოქრუაშვილის ავანტიურა და მზად ვარ ჩვენების მისაცემადაც
მიხეილ ქარელი: მრავალწლიანი სიჩუმის შემდეგ თავს ვალდებულად ვთვლი, ვამხილო ირაკლი ოქრუაშვილის ავანტიურა და მზად ვარ ჩვენების მისაცემადაც
17:10 24.07.2019
"ირაკლი ოქრუაშვილი იმაზე ბევრად უფრო ბინძური და უზნეოა, ვიდრე ჩანს, ის ყველაფერს იკადრებს გამორჩენის მიზნით, სტილია სამარცხვინო ჭორაობა და ბინძური მეთოდებით მანიპულირება", – ამის შესახებ აღნიშნულია ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ ქარელის განცხადებაში.

როგორც მიხეილ ქარელი აღნიშნავს, გუშინ ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემული ინტერვიუ სრულად ვერ მოხვდა ეთერში და გარკვეულწილად, აზრი დაიკარგა.

„ვავრცელებ განცხადებას, რათა საზოგადოებისთვის უფრო ნათელი გახდეს ინფორმაცია იმ ფაქტებზე, რასაც მე ვფლობ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდების მიზნით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის გაყალბებასთან დაკავშირებით.

წლების წინ, რაც მე პოლიტიკიდან წავედი და ქვეყნიდან წასვლა მომიწია, ძალიან დიდ ხანს არ ვჩანდი საქართველოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ პერიოდის განმავლობაში, იმდენი რამ გადავიტანეთ მეც და ჩემმა ოჯახმაც, ჩრდილში ყოფნა ვამჯობინე, თუმცა ვფიქრობ, დღეს უკვე გაჩუმების მორალური უფლება არ მაქვს. რაც დღეს ხდება და რასაც ირაკლი ოქრუაშვილი კადრულობს, ყველანაირ ზღვარს სცდება.

იმ წლებში, როდესაც მე ოქრუაშვილთან დაახლოებული პირი ვიყავი, იმდენად ფოკუსირებული ვიყავი საქმეზე და ისეთი პოლიტიკური ტემპი იყო ქვეყანაში, რომ ისეთი დეტალები როგორიც პიროვნების ადამიანური მხარეებია, ჩაიკარგა იმ რიტმში, რასაც ბუნებრივია, დღეს ძალიან განვიცდი და ვხვდები, რომ ისეთი დაბალი ზნეობის ადამიანი, როგორიც ოქრუაშვილია, არ იმსახურებდა არავის მეგობრობას და ერთგულებას. ის მაშინ იყო პოლიტიკურ ზენიტში და არ ჰქონდა ძალაუფლების კრიზისი, შესაბამისად, კრიტიკულ სიტუაციებში მე ის არასოდეს მყავდა შეფასებული. მას შემდეგ კი, როდესაც ის ძალაუფლების ზენიტიდან ასე დაეცა, ქართულმა საზოგადოებამ ბევრჯერ ნახა მისი მორალური და ზნეობრივი დაცემაც.

მე არასოდეს მისაუბრია რა გახდა ოქრუაშვილზე ჩემი შეხედულების რადიკალურად შეცვლის მიზეზი (ეს ის პერიოდია, როდესაც ორივე დევნილობაში ვიყავით), ამჯერადაც თავს შევიკავებ. ერთი რამ შემიძლია განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით – ირაკლი ოქრუაშვილი იმაზე ბევრად უფრო ბინძური და უზნეოა, ვიდრე ჩანს; ირაკლი ოქრუაშვილი ყველაფერს იკადრებს გამორჩენის მიზნით; ირაკლი ოქრუაშვილის სტილია სამარცხვინო ჭორაობა და ბინძური მეთოდებით მანიპულირება.

მისი ყოვლისშემძლეობის დღეს აღარავის სჯერა, პირადად ჩემთვის კი, ეს მითი მის ცნობილ სატელევიზიო ჩვენებამდე ადრე დაინგრა.

რაც შეეხება იმ ე.წ. ხელშეკრულებას და ხელმოწერებს, რომელსაც ოქრუაშვილი აქვეყნებს და რის საფუძველზეც „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე პრეტენზიას აცხადებს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟი და მისი მხრიდან მორიგი სარგებლის ნახვის მცდელობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს ხელმოწერები მას გაყალბებული აქვს. როდესაც სატელევიზიო ეთერით ოქრუაშვილის გამოქვეყნებული ფურცლები ვნახე, მაშინვე აღვიდგინე ის დღე, როდესაც მან პარიზში ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნიმუში მოიტანა და იქ მყოფ მის ახლობელ ადამიანებს სთხოვა, კარგად დაკვირვებოდნენდა დაეკოპირებინათ სხვა ფურცლებზე. მათ დიდი ხნის განმავლობაში ივარჯიშეს კიდეც და როგორც ჩანს, ახლა ოქრუაშვილს სწორედ იმ გაყალბებული ხელმოწერებით სურს, „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდება. ეს პრაქტიკა მას არაერთხელ გამოუყენებია და არაერთხელ უცდია სხვისი ქონების მითვისება გაყალბებული ხელმოწერებისა და ცრუ ჩვენებების მიცემის გზით.

და ბოლოს, მრავალი წელი, რაც დევნილობაში გავატარე, საქართველოში მიმდინარე პროცესებს გულისტკივილით ვადევნებდი თვალს. ბევრი წელი ვიყავი ჩუმად და არ ვჩანდი, თუმცა ჩემს სამშობლოზე ფიქრი არასოდეს შემიწყვეტია.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ მამოძრავებს და ამ კუთხით არანაირი აქტივობა გეგმაში არ მაქვს. მრავალწლიანი სიჩუმის შემდეგ, დღეს თავს ვალდებულად ვთვლი, ვამხილო ირაკლი ოქრუაშვილის ავანტიურა და იმისთვის, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს, მზად ვარ ჩვენების მისაცემადაც.

ერთი მხარეა სამართლებრივი, რაზეც მე განვაცხადე, რომ მზად ვარ გამოძიებასთან ვითანამშრომლო სიმართლის დასადგენად, მაგრამ მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ დაბინძურებულ პოლიტიკაში უარესად დაბინძურებული აზროვნებით და ხერხებით არ შემოვიდეს ოქრუაშვილი, რომლისთვისაც მორალი არაფერში არ არსებობს და მითუმეტეს პოლიტიკაში“, – აღნიშნულია მიხეილ ქარელის განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა