logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ შემაჯამებელი სესიით დასრულდა
ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ შემაჯამებელი სესიით დასრულდა
20:16 12.07.2019
ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის შემაჯამებელ სესიაზე, რომელსაც მოდერაციას უწევდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” 2020 წლის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.



ორდღიანი დისკუსიების შემდეგ, სესიების პანელების მოდერატორებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის შედეგები შეაფასეს, ევროპული ინტეგრაციის პროცესის წინსვლისათვის ერთმანეთს ახალი იდეები გაუზიარეს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.



კონფერენციის ფარგლებში განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“, როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივის განვითარება, დემოკრატიული ტრანსფორმაცია სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში, შავი ზღვის უსაფრთხოება, ჰიბრიდული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.



დასკვნით სესიაზე ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების შემდეგ მიღწეულ შედეგებზე, რომელიც ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მომავალი თანამშრომლობის გაძლიერების წინაპირობაა.

ასევე, ისაუბრეს ევროკავშირის მიზნებზე თითოეულ პარტნიორ ქვეყანასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საჭიროა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება, ახალგაზრდობის დასაქმება და ასევე, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება, რომელიც კიდევ უფრო დაახლოებს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან.



„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ ინტერესი არ განელდეს, ასევე, მნიშვნელოვანია რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ევროკავშირის მხრიდან, იყოს მეტი ჩართულობის სრული მხარდაჭერა.



ორდღიანმა კონფერენციამ და მათ შორის, შემაჯამებელმა პანელმაც დაგვანახა ის, რომ ეს თანამშრომლობა ღირებულია არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის არამედ, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენც ვფიქრობთ იმ კონკრეტულ შედეგებზე, რომელიც მომავალში უფრო მეტ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ხედვა იმისა, თუ რისი მიღწევა გვსურს მომდევნო ათი წლის განმავლობაში. ეს ხედვა საქართველოს აქვს. ჩვენ გვინდა ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ეს შესაძლოა იყოს უფრო გრძელვადიანი პერსპექტივა. მანამდე ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები, რომელიც ეტაპობრივად იქნება მიღწეული და რომელიც იქნება იმის დასტური და გარანტი, რომ ჩვენს მოძრაობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე აზრი აქვს და მას სათანადოდ აფასებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.



ბათუმში წელს გამართული ორდღიანი კონფერენცია უპრეცედენტო მასშტაბით გამოირჩეოდა, რადგან ის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს მიეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი და მაღალი დონის პირები ეწვივნენ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა