logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალური კანონპროექტი თავისთავად იძლევა სათანადო აღსრულების გარანტიას
ირაკლი კობახიძე: მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალური კანონპროექტი თავისთავად იძლევა სათანადო აღსრულების გარანტიას
01:57 16.06.2019
„დოკუმენტი იმდენად დახვეწილია, რომ თვითონ კანონპროექტი იძლევა თავისთავად, სათანადო აღსრულების გარანტიას“,-ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფინალურ კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს იმის შესახებ, რომ პრობლემაა კანონის აღსრულება.



ირაკლი კობახიძის განმარტებით, საერთაშორისიო პარტნიორებისგან განსხვავებით, რომლებიც პოლიტიკურად მიკერძოებულები არ არიან და აქედან გამომდინარე, ობიექტურ შეფასებებს აკეთებენ, პოლიტიკურ პარტიებს ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აქვთ.



„პოლიტიკურ პარტიებს, აქვთ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, მათ შორის, მათი ინტერესია, რომ არცერთი რეფორმა დადებითად არ შეფასდეს. მე არ ვამბობ ამას იმისთვის, რომ რაღაცნაირად, ჩრდილი მივაყენო ოპოზიციას. ეს არის ოპოზიციის ბუნება, არა მარტო საქართველოში, ეს არის ზოგადი მოვლენა. შესაბამისად, არის ასეთი ვიწრო ინტერესი. ამისთვის, ყოველი რეფორმის განხორციელების დროს, ოპოზიცია იტოვებს ხოლმე 1-2 საკითხს, რომელიც სულაც შეიძლება არ იყოს არსებითი ამ რეფორმისთვის, თუმცა, ეს ერთი-ორი საკითხი გამოიყენება ხოლმე საბაბად იმისთვის, რომ მათ რეფორმა არ შეაფასონ სრულყოფილად. ეს მოხდა ზუსტად ამ შემთხვევაშიც. არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით, მათი მხრიდან, მე არ მომისმენია რაიმე ისეთი შეფასება. არასამთავრობო ორგანიზაციებს სურდათ, რომ, მაგალითად, არჩევითი ყოფილიყო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა, ამასთან დაკავშირებით არსებობდა განსხვავებული პოზიციები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბუნებრივია, დისკუსიის დასაწყისში, იყო საკითხები,რაზეც ერთი მოსაზრება ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მეორე-საერთაშორისო პარტნიორებს, მესამე - სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მეოთხე - პარტიებს და პარლამენტის წარმომადგენლებს თუმცა, კონსენუსი ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ კომპრომისებზე მიდიან მხარეები და ამის საფუძველზე ყალიბდება ოპტიმალური დოკუმენტი. ზუსტად ამას მივაღწიეთ ჩვენ - იყო საწყის ეტაპზე განსხვავებული პოზიციები, ერთ, მეორე, მესამე მხარეს, თუმცა, ჩვენ, ძალიან სიღრმისეული და ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად, მოვახერხეთ კომპრომისის მიღწევა და ამის შედეგად, ჩამოყალიბდა კონსენსუსი. იყო, მათ შორის, მოთხოვნები სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის, საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მოთხოვნები, რომელიც ეხებოდა, მაგალითად, პირობითად, დისციპლინური წარმოების სახეებს. არ გავიზიარეთ, მათ შორის, ეს მოთხოვნები, საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანა იყო, რომ კომპრომისული გადაწყვეტილება მიგვეღო და ზუსტად ეს მოხდა. ანუ, არის საკითხები, რომელზეც ერთ, მეორე, მესამე, მეოთხე მხარეს აქვს განსხვავებული პოზიცია. იყო ისეთი საკითხებიც, სადაც, თუნდაც, ერთ და მეორე, მაგალითად, საერთაშორისო პარტნიორს ჰქონდა განსხვავებული პოზიციები. ეს არის ნორმალური მოვლენა დისკუსიაში, ანუ, ყველაფერს აბსოლუტური არგუმენტებით ვერ დაამტკიცებ, არის რაღაცეები მიზანშეწონილობის საკითხი, რაღაცეები არის გემოვნების საკითხი, რაღაცეები არის, უბრალოდ, განსხვავებული მოსაზრებების საკითხი. ეს ყველაფერი იყო სამუშაო ჯგუფში, თუმცა, ჩვენ მივაღწიეთ ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმებას. მთავარია, რომ კანონი არის ისეთი სახით მომზადებული, რომ თავის თავში შეიცავს აღსრულების გარანტიებსაც. იმდენად დახვეწილია დოკუმენტი, რომ თვითონ ეს კანონპროექტი იძლევა თავისთავად, სათანადო აღსრულების გარანტიას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ ძალიან დახვეწილია ის რეგულაციები, რომელიც უკავშირდება მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გაჭვირვალობას, გადაწყვეტილების დასაბუთებას და ასე შემდეგ. იმდენად დეტალურად არის გაწერილი შესაბამისი ნორმები კანონპროექტში, რომ ეს იძლევა აღსრულების გარანტიას. რა თქმა უნდა, პრაქტიკაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული და თითოეული ჩვენგანი უნდა დავაკვირდეთ ამ პრაქტიკას, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო სექტორი, პარლამენტი, თითოეული ჩვენგანი ვართ დაინტერესებული იმით, რომ სათანადო აღსრულება მოჰყვეს იმ კანონს, რომელსაც ჩვენ მივიღებთ და ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, პროცესში განსახილველი საკითხი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ისეთი ნორმებია ჩადებული კანონში, რომელიც თავისთავად შეიცავს თავის თავში აღსრულების გარანტიას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა