logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე: ერთი წლის თავზე ჩვენ გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგი - კერძოდ, ფართო კონსენსუსით მომზადებული ძალიან ხარისხიანი დოკუმენტი
ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღაზე: ერთი წლის თავზე ჩვენ გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგი - კერძოდ, ფართო კონსენსუსით მომზადებული ძალიან ხარისხიანი დოკუმენტი
01:55 16.06.2019
„რეფორმა არ არის მხოლოდ კანონმდებლობის ცვლილება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკაშიც დაინერგოს ის სიახლეები, რომელიც იქნება ჩადებული ამ ახალ კანონში, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ირაკლი კობახიძემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში წარმართული სამუშაო პროცესი კიდევ ერთხელ შეაჯამა და მომზადებული ფინალური კანონპროექტის შესახებ ისაუბრა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„რაც შეეხება კანონმდებლობას, აქ დისკუსია წარმატებით დასრულდა და მიღწეულია ფართო კონსენსუსი, ეს შემიძლია, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ეს არის, ბუნებრივია, მუდმივი პროცესი, ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება 2012 წელთან შედარებით, სასამართლო სისტემაში, თუმცა, გამოწვევები რჩება და საჭიროა მუშაობა, საჭიროა, მათ შორის, იმ კანონის ცხოვრებაში გატარება, რომელსაც ახლა მივიღებთ. რეფორმა არ არის მხოლოდ კანონმდებლობის ცვლილება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკაშიც დაინერგოს ის სიახლეები, რომელიც იქნება ჩადებული ამ ახალ კანონში, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში მივიღებთ. რაც შეეხება თვითონ კანონმდებლობის ცვლილებას, აქ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით არის მიღწეული ფართო კონსენსუსი. ბუნებრივია, იყო გარკვეული საკითხები, რაზეც ერთი მოსაზრება ჰქონდათ, დავუშვათ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანუ, პოზიციები იყო სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, განსხვავებული, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და რაღაცეები დარჩა ასეთი სახით, თუმცა, მთავარი არის ის, რომ ძალიან ფართო კონსენსუსი გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ის კანონპროექტი, ეს წერია საერთაშორისო პარტნიორების განცხადებაშიც, ანუ, ორი რამ წერია იქ - ერთი, რომ მაღალი ხარისხის დოკუმენტი მომზადდა, რომელშიც არის გათვალისწინებული მათი ყველა საკვანძო რეკომენდაცია და მეორე - ხაზგასმა ფართო კონსენსუსზე. ერთიც და მეორეც იყო მნიშვნელოვანი. ანუ, ხარისხი დოკუმენტის და ფართო კონსენსუსი, ორივე შედეგი იქნა მიღწეული ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად. ერთი წელი მოვანდომეთ ამ პროცესს, ეს მოითხოვდა დროს, ენერგიას, ძალისხმევას, ნერვებს, თუმცა, როგორც ჩანს, ღირდა ამის გაკეთება, იმიტომ, რომ ერთი წლის თავზე ჩვენ გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგი - კერძოდ, ფართო კონსენსუსით მომზადებული ძალიან ხარისხიანი დოკუმენტი“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა