logo2
logo2
არქივი
« მაისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება მუდმივი პროცესია და მეოთხე ტალღა არის ძალიან კარგი მაგალითი, რა სულისკვეთებით ვუდგებით ჩვენ ამ საკითხს
მამუკა ბახტაძე: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება მუდმივი პროცესია და მეოთხე ტალღა არის ძალიან კარგი მაგალითი, რა სულისკვეთებით ვუდგებით ჩვენ ამ საკითხს
01:41 16.06.2019
სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიცია განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას, რომ კითხვის ნიშნები გააჩინოს ამ პროცესთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი არის კონკრეტული - საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ დონეზე და საქართველო ნატოს კართან ასე ახლოს ჯერ არასდროს ყოფილა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადების ოპოზიციის მიერ ინტერპრეტაციის შესახებ დასმულ შეკითხვას.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აშშ-სთან პარტნიორობა სხვა სფეროებთან ერთად მიმართულებას, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას მოიცავს. პრემიერ-მინისტრის თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება ხანგრძლივი პროცესია და აღნიშნულ პროცესში საქართველოს პარტნიორებისგან სრული მხარდაჭერა აქვს.

„სრულიად წარმოუდგენელი ინტერპრეტაციები მოვისმინეთ ოპოზიციის ზოგიერთი უპასუხისმგებლო წარმომადგენლის მხრიდან. საქართველოს აშშ-სთან პარტნიორობა მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. დემოკრატიის კონსოლიდაცია მუდმივი პროცესია. ჩვენ რომ ვართ წარმატებული ჩვენს რეფორმებში, ამიტომ აქვთ ჩვენს პარტნიორებს განწყობა, რომ საქართველოს შეუძლია გააგრძელოს და კიდევ უფრო მეტი რეფორმები გაატაროს ამ მიმართულებით. დასავლეთშიც, ევროპაშიც გრძელდება ეს პროცესი. როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე ვსაუბრობთ, ეს პროცესი არის მუდმივი. მეოთხე ტალღა არის ამის ძალიან კარგი მაგალითი, თუ რა სულისკვეთებით ვუდგებით ჩვენ ამ საკითხს. ჩვენი სულისკვეთებაა ის, რომ იყოს მაქსიმალური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკურიპარტიების, საერთაშორისო პარტნიორების, რათა საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სურს. ეს არის სულისკვეთება იმ დოკუმენტის, რომელიც ჩვენ ერთობლივად მივიღეთ. აქედან გამომდინარე, ეს ინტერპრეტაციები არის სრულიად მიუღებელი და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ეხება ასევე საარჩევნო სისტემას. ჩვენი პოლიტიკური გუნდი აქტიურად მუშაობს საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე, ჩვენ მიღებული გვაქვს რეკომენდაციები ODIHR-დან და ამაზეც მიმდინარეობს სამუშაო პროცესი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა