logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ინიციატივა მნიშვნელოვანია - ყველა ზომებს მივიღებთ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დასაჩქარებლად
ირაკლი კობახიძე: კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ინიციატივა მნიშვნელოვანია - ყველა ზომებს მივიღებთ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დასაჩქარებლად
16:11 13.06.2019
„ჩვენ მივიღებთ ზომებს იმისთვის, რომ დაჩქარდეს ამ კანონპროექტის განხილვა და გვექნება ფართო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „მაუწყებლობის შესახებ“კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ცვლილებები, რომლებიც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა მიიღოს, სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით, გადაწყვეტილებები დროულად არის მისაღები.

“აქტუალური საკითხია. ამ თემაზე ჩვენ გვექნება მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სარჩევნო კუთხით, თუმცა, ამ საკითხის მნიშვნელობა საარჩევნო განზომილებას სცილდება. ინიცირებულია შესაბამისი კანონპროექტი, განიხილება შესაბამის წამყვან კომიტეტში. გეთანხმებით, რომ გაჩერებული იყო თვეების განმავლობაში ეს კანონპროექტი. ჩვენ მივიღებთ ზომებს იმისთვის, რომ დაჩქარდეს ამ კანონპროექტის განხილვა და გვექნება ფართო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ვადასტურებ, რომ ბატონი კახა ბექაურის მიერ გაჟღერებული ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქტუალური და დროულად არის გადაწყვეტილებები მისაღები ამ მიმართულებით. წამყვან კომიტეტში ჯერჯერობით არ განხილულა, მიზეზებსაც მოვიძიებთ და შევეცდებით, რომ დავაჩქაროთ ამ საკითხის განხილვა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამოცანაა, მოიძებნოს საუკეთესო ბალანსი სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის საკითხი, რომელიც შესწავლას და კონსულტაციებს საჭიროებს.

„სიძულვილის ენაც არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ამოცანა ზუსტად ის არის, რომ მოვძებნოთ საუკეთესო ბალანსი ადამიანის სურვილს შორის, რომ სიძულვილით ილაპარაკოს და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას შორის. სიძულვილის ენა პრობლემაა ჩვენს მედიაში და ზოგადად, საზოგადოებაში. როცა ვსაუბრობთ, იგივე, პოლიტიკურ კულტურაზე, ვიდრე იქნება ამ მასშტაბით წარმოდგენილი მედიაში სიძულვილის ენა ან პოლიტიკაში სიძულვილის ენა, წარმოუდგენელია საუბარი პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციაზე. ეს არის საზოგადოების პრობლემა. ეს არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს შესწავლას, კონსულტაციებს და რა თქმა უნდა, ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას.
როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა, დამეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს კიდეც. მთავარია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული”,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა