logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
17:26 28.05.2019
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , პირველი მოსმენით განსახილველად საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინე აბულაძემ წარადგინა.

„ეს კანონი, რომელიც ოქტომბერშია მიღებული, მოიცავს და გულისხმობს პროფესიული განათლების სისტემის მრავალი კუთხით განვითარებას, მათ შორის, არაფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობას“,-განაცხადა მინისტრის მოადგილემ პროექტის წარდგენისას.

მისი განმარტებით, დღეს, შრომის ბაზარზე არსებობს უამრავი ადამიანი ამა თუ იმ სფეროში მუშაობის კონკრეტული გამოცდილებით, თუმცა ისინი ვერ ექცევიან ფორმალური განათლების სისტემაში, არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მომავალში განვითარდნენ და პროექტი სწორედ ამ მიმართულებით სიახლეს, არაფორმალური განათლების აღიარებას გულისხმობს.

ირინე აბულაძის თქმით, ამ კუთხით, დიალოგი კერძო სექტორთან უკვე დაწყებულია.

„ჩვენ კერძო სექტორთან დავიწყებთ კონკრეტული სერტიფიცირების მოდელებზე შეთანხმებას, რის საფუძველზეც აღნიშნული სეგმენტი მოახდენს კონკრეტული პირის სამუშაო გამოცდილებაზე დაფუძნებული კომპეტენციის აღიარებას. კერძო დამსაქმებლების შემოყვანა არის არ მხოლოდ ერთ-ერთი აღიარებული პრიორიტეტი, არამედ, კერძო სექტორი და სახელმწიფოს თანამშრომლობა იქნება ძალიან მსხვილი მიმართულება და სწორედ ამ ყველაფერს უკავშირდება საფასურის დადგენა და ეს ყველაფერი მოექცევა იმ სტანდარტების ჭრილში, რაც პროფესიული განათლების ნაწილში არსებობს“,-განაცხადა ირინე აბულაძემ.

მისივე განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებების მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი უკავშირდება ავტორიზაციას.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს ნორმებს, რომელიც ცალსახად დაადგენს მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი კოლეჯის, საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილებას ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.

ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ხელახალი ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში, მილევად რეჟიმში დაასრულებინებს სწავლას აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს და მიანიჭონ კვალიფიკაცია არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.

მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული თარიღი განისაზღვრა პროგრამების ხანგრძლივობების გათვალისწინებით, ისე რომ 2019 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხულმა ყველა პროფესიულმა სტუდენტმა შეძლოს შესაბამის პროგრამაზე სწავლის დასრულება და უზრუნველყოფილ იქნეს მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება.

გარდა ამისა, კანონის წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება, რომ ავტორიზაციის ვადის გასვლის, გაუქმების, ავტორიზაციაზე უარის თქმის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, კოლეჯის ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებულ სტუდენტებს შეეძლებათ მობილობის გზით მსგავს პროგრამაზე გადასვლა.

კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამისი რეგულაციების გავრცელებას არა მხოლოდ კოლეჯზე, არამედ, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც.

2018 წლის ოქტომბერში ძალაში შევიდა „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც გათვალისწინებულია პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნა. ამისათვის, კანონი ითვალისწინებს 2 წლიან ვადას და აღნიშნულ ვადაში, საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ უნდა უზრუნველყონ ახალი კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მომზადება და მიღება.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა