logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი აშშ-ის კონგრესის აპარატის დელეგაციას შეხვდა
დავით ზალკალიანი აშშ-ის კონგრესის აპარატის დელეგაციას შეხვდა
16:32 28.05.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის კონგრესის აპარატის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენების ოფისების თანამშრომლები შედიან.

დელეგაცია საქართველოს საგანანმანათლებლო და კულტურული გაცვლების პროგრამის (MECEA) ფარგლებში სტუმრობს.

მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა და აღნიშნა, რომ 22 მაისს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტის დამტკიცება ამ განუხრელი მხარდაჭერის მორიგი, მკაფიო დემონსტრირებაა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პრიორიტეტებზე.

ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ისე ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკასა და კონკრეტულ ინიციატივებზე, რომლებიც აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას მოემსახურება.

შეხვედრაზე მინისტრმა, ასევე, მიმოიხილა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები და აშშ-ის კონგრესის დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის თაობაზე, ასევე, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემასა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე.

მინისტრმა სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა კონფლიქტის დარეგულირების მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და ინიციატივებზე.


აშშ-ის კონგრესის აპარატის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა