საგარეო საქმეთა მინისტრმა და ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს
საგარეო საქმეთა მინისტრმა და ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს
18:53 25.06.2018
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიედრიუს პუოჯუნასთან.



შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს. დავით ზალკალიანმა აღნიშნა ლიეტუვის გამორჩეული როლი საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართულებით.



შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, მათ შორის, ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის შესახებ. ყურადღება გამახვილდა მოახლოებულ ნატო-ს სამიტსა და მის მოსამზადებელ სამუშაოებზე.



მინისტრმა და ელჩმა დაადასტურეს თავიანთი მზაობა, აქტიურად ითანამშრომლონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.
ბეჭდვა